ირაკლი ლექვინაძე:  „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“

ირაკლი ლექვინაძე: „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“

access_time2019-09-20 16:30:57

„წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე ის მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.


ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად არის ჩართული შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვაში და ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული აქვს შენიშვნების და წინადადებები. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, არის მოტივატორი და ერთგვარი სტიმული დასაქმებულს და დამსაქმებელს შორის ურთიერთობებში გარკვეული არალეგალური სექტორის ჩამოყალიბებისკენ.


“ვფიქრობთ, რომ რიგი ცვლილებები გაართულებს ბიზნესის წარმოების პროცესს და ურთიერთობებს დასაქმებულს და დამსაქმებელს შორის. კანონპროექტში არის ჩადებულია საკანონმდებლო ნორმები ისეთ შრომით საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ დამსაქმებლის და დასაქმებულის შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს და ამ საკითხებში საკანონდებლო ვალდებულებების ჩადება, შეზღუდვების დაწესება არალეგალური შრომის ბაზრის გააქტიურების მოტივატორი იქნება. მიგვაჩნია, რომ ზეპირი ხელშეკრულებების ნაწილის მოშლა, ზეგანაკვეთური სამუშაოების ნორმირება და ა.შ. არის ის კრიტიკული საკითხები, რომლებიც უნდა დაკორექტირდეს. გამომდინარე იქედან, რომ ამ ცვლილებების ამოქმედების შემთვევაში ერთის მხრივ კერძო სექტორს ახალი ვალდებულებები ეკისრება და მძიმდება ბიზნესის მდგომარეობა. მეორეს მხრივ, იზღუდება დასაქმებული - თვითონ გადაწყვიტოს, როგორ შეათანხმოს თავის დამსაქმებელთან ის სამუშაო პროცესი თუ პირობები, რომელიც მისთვის შეიძლება იყოს მისაღები ან არ იყოს მისაღები“.- აცხადებს ბიზნესომბუდსმენის.



ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ჩატარების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, იმისათვის, რომ ცხადი იყოს რა ეკონომიკურ ეფექტთან და დანაკარგებთან არის დაკავშირებული ცვლილებები RIA-ს ჩატარება აუცილებელია.


„ლოგიკურიც და აუცილებელიცაა, რომ ამ მასშტაბის ცვლილებებზე, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის შრომის ბაზრის დღეს არსებულ წესებს ჩატარდეს რეგულირების გავლენის შეფასების ანალიზი, სადაც ზუსტად გამოჩნდება ნეგატიური ეფექტებიცა და სავარაუდო შედეგებიც, რომელიც შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ დავინახოთ ემსახურება თუ არა რეფორმა რეალურად დაგეგმილ მიზანს და რა ეკონომიკურ ეფექტთან და დანაკარგებთან გვექნება საქმე. ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთ გადაწყვეტილებები, რომელიც აღსრულების კუთხით იქნება რთული, იქნება ტვირთი ბიზნესისთვის, მოგვცემს ეკონომიკურ დანაკარგებს და შედეგი პრაქტიკულად ამ ნაწილში არ გვექნება.- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.


„კომერსანტი“ 






ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც არ არის ათვისებული

ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც  არ არის ათვისებული
access_time2019-10-23 18:15:39
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას რამდენიმე დღის წინ სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე - რომელ პროექტებში აითვისეს 2019 წლის ბიუჯეტიდან ის 20 მლნ ლარი, რომელიც ჩემი და პარლამენტარი კოლეგების, ჯერ კიდევ წინა ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით და ჩართულობით შექმნილი საკრედიტო-საგარანტიო ფონდში ჩაიდო სპეციალურად ფარგლებში მცირე და...

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება
access_time2019-10-23 19:15:07
მოზიდული პრემიების მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო სექტორი განვითარებადი ქვეყნების რიგში ერთ-ერთი აუტსაიდერია.საქართველოში სადაზღვევო სექტორი მუდმივად ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება. ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ სადაზღვევო სექტორს განვითარების საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ეს ბიზნესი საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება. არსებულ რეალობას განაპირობებს ისიც, რომ, ერთი მხრივ საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დაბალი...

„რეფინანსირების განაკვეთი ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“

„რეფინანსირების განაკვეთი  ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“
access_time2019-10-23 20:15:50
„რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. როგორც ჩანს ეროვნულ ბანკში კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობის მოლოდინი აქვთ ვიდრე დღეს ქვეყანაში გვაქვს, სწორედ ამიტომ გადადგეს ძალიან მკაცრი ნაბიჯი“,- ასე აფასებს „საზოგადოება და ბანკების“  ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაიზარდა....

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი
access_time2019-10-23 16:52:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა . შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...


მსგავსი სიახლეები

up