ირაკლი ლექვინაძე USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა

ირაკლი ლექვინაძე USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა

access_time2020-06-29 15:40:03

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის“ წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.


მხარეებმა განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები, მიღებული შედეგები, ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც სამომავლოდ კონკურენციის სფეროს გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა კონკურენციის სფეროში მიღწეულ იმ წარმატებებზე, რომელსაც საქართველომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დანერგვის მიხედვით მიაღწია. ირაკლი ლექვინაძემ პროგრამის წარმომადგენლებს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების შესახებ და 2020 წლის პირველ ნახევარში, როგორც ანალიტიკურ, ასევე რეგიონულ დონეზე განხორციელებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებს შორის, ორმხრივ დონეზე განხილულ იქნა დაინიცირებული კანონპროექტის ფარგლებში მოსამზადებელი და შემდგომ განსახორციელებელი აქტივობები. მათ შორის, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, კონკურენციის ადვოკატირების და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით - სასწავლო ვიზიტების ორგანიზება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური მიმართულებების რეფორმებზე მუშაობა, საზოგადოების საჭიროებათა გათვალისწინებით - კონკურენციის პოლიტიკის ხელშეწყობა და სისტემურ მიდგომაზე დაყრდნობით, საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობათა გაძლიერება, ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესება და პრიორიტეტული ეკონომიკური რეფორმების განხორციელება.



ირაკლი ლექვინაძემ „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის“ მთავრობის შესაძლებლობის გაძლიერების კომპონენტის ხელმძღვანელს, თამარ ბუაძეს შეხვედრის ინიცირებისათვის, მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა: „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობას და მოიცავს იმ ინიციატივების ერთობლიობას, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური ზრდაზეა ორიენტირებული. ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი ფაქტორი არის კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის დამკვიდრება და თავისუფალი, სამართლიანი ბიზნეს გარემოს ხელშეწყობა. ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის ფორმატში, ჩვენ მზად ვართ კონკრეტული აქტივობების საფუძველზე, განსაზღვროთ ძირითადი პრიორიტეტები, მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განვიხილოთ. ჩვენთვის საერთაშორისო თანადგომა არის უმნიშვნელოვანესი და მადლობა მხრდაჭერისთვის“.


USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“ არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 5-წლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას ეკონომიკური მმართველობის გასაუმჯობესებლად.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up