ირაკლი ლექვინაძე შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე: ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესისთვის დარჩენილი სადისკუსიო საკითხების გადასაწყვეტად

ირაკლი ლექვინაძე შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე: ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესისთვის დარჩენილი სადისკუსიო საკითხების გადასაწყვეტად

access_time2019-10-18 16:24:06

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად „ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილა.


ახალი ტექნიკური რეგლამენტი მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს განსაზღვრავს და დაფუძნებულია ევროდირექტივაზე, რომელიც იცავს დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე ეკრანიანი მოწყობილობების მავნე ზემოქმედებისგან.


ახალი რეგულაციის შესახებ კონსულტაციები ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობდა და ტექნიკური რეგლამენტის საბოლოო პროექტში მათი შენიშვნები მნიშვნელოვნად ასახულია, თუმცა ბიზნესომბუდმსენის ინფორმაციით ახალ ტექნიკურ რეგლამენტში მაინც რჩება ბიზნესისთვის რიგი სადუსკუსიო საკითხები.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროდირექტივა სამუშაო სივრცეში დამსაქმებლის მიერ განათებასთან, ხმაურთან და ტემპერატურასა და ტენიანობასთან დაკავშირებულ სავალდებულო მოთხოვნებს არ ითვალისწინებს, აღნიშნულ საკითხებზე ბიზნესის შენიშვნები ჯერჯერობით ასახული. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აგრძელებს მუშაობას რეგლამენტის დასახვეწად და ახალი რეგულაციის პროექტში ბიზნესისთვის დარჩენილი სადისკუისიო საკითხების გადასაწყვეტად“- აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.


ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ბიზნესთან ერთად „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის შესახებ 12 შენიშვნა მომზადდა, რომელთაგან უმრავლესობა ახალი რეგლამენტის პროექტში უკვე ასახული და ნაწილობრივ ან სრულად გათვალისწინებულია.



მთავრობის მიერ ბიზნესომბუდსმენის დასკვნის გათვალისწინების შედეგად, ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით დაკორექტირდა რეგლამენტის ამოქმედების ვადები.


ბიზნესომბუდსმენის აპარატის შენიშვნა სრულად იქნა გათვალისწინებული მონიტორიან მოწყობილობებთან დასაქმებული პირის დამსაქმებლის მიერ სამედიცინო შემოწმებების წესთან დაკავშირებით და შედეგად, დამსაქმებელმა თანამშრომლის თვალის და მხედველობის დაცვის მიზნით, მხოლოდ დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მხედველობის შემოწმება.


ბიზნესომბუდსმენის დასკვნის შესაბამისად, რეგლამენტიდან სრულად ამოღებულ იქნა დისკრიმინაციული ხასიათის მოთხოვნა, რომელიც დასაქმებულს სამუშაოზე აყვანამდე ავალდებულებდა სამედიცინო შემოწმების გავლას და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტის დამსაქმებლისთვის წარდგენას. რეგლამენტიდან ასევე ამოღბულ იქნა მოთხოვნა დასაქმებულის თვალსა და მონიტორზე გამოსახულ დეტალს შორის ხედვის დისტანციის 400-მილიმეტრიანი მოთხოვნის შესახებ. ბიზნესის შენიშვნა ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული და ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი სამუშაო სივრცის ადგილის მინიმალურ სავალდებულო მოცულობად ნაცვლად 4 კვადრატული მეტრისა, განისაზღვრა – 3. ამის მიუხედავად, ახალ ტექნიკურ რეგლამენტში მაინც რჩება ბიზნესისთვის სადისკუისო საკითხები, მათ შორის რეგლამენტის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით.


ახალი რეგულაციის ძალაში შესასვლელად ტექნიკური რეგლამენტის პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას უნდა წარუდგინოს.


„მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტი ეხება ყველა იმ სამუშაო ადგილს, სადაც დასაქმებული მონიტორიან დანადგარს იყენებს რეგულარულად, დღეში არანაკლებ ოთხი საათის განმავლობაში.






ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up