ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები

access_time2019-10-17 12:35:41

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობს.


ახალი ტექნიკური რეგლამენტი მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს განსაზღვრავს და დაფუძნებულია ევროდირექტივაზე, რომელიც იცავს დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე ეკრანიანი მოწყობილობების მავნე ზემოქმედებისგან.


კითხვაზე, მზად არის თუ არა ბიზნესი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კიდევ ერთი ახალი ტექნიკური რეგლამენტის შესასრულებლად და შედგა თუ არა კერძო სექტორთან კომუნიკაცია, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ახალი რეგულაციის შესახებ კონსულტაციები ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობდა და ტექნიკური რეგლამენტის საბოლოო პროექტში მათი შენიშვნები მნიშვნელოვნად ასახულია.


„ბიზნესომბუდსმენის აპარატმა „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის შესახებ 12 შენიშვნა მოამზადა, რომელთაგან უმრავლესობა ახალი რეგლამენტის პროექტში უკვე ასახული და ნაწილობრივ ან სრულად გათვალისწინებულია“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მთავრობის მიერ ბიზნესომბუდსმენის დასკვნის გათვალისწინების შედეგად, ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით დაკორექტირდა რეგლამენტის ამოქმედების ვადები.



ბიზნესომბუდსმენის აპარატის შენიშვნა სრულად იქნა გათვალისწინებული მონიტორიან მოწყობილობებთან დასაქმებული პირის დამსაქმებლის მიერ სამედიცინო შემოწმებების წესთან დაკავშირებით და შედეგად, დამსაქმებელმა თანამშრომლის თვალის და მხედველობის დაცვის მიზნით, მხოლოდ დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მხედველობის შემოწმება.

ბიზნესომბუდსმენის დასკვნის შესაბამისად, რეგლამენტიდან სრულად ამოღებულ იქნა დისკრიმინაციული ხასიათის მოთხოვნა, რომელიც დასაქმებულს სამუშაოზე აყვანამდე ავალდებულებდა სამედიცინო შემოწმების გავლას და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტის დამსაქმებლისთვის წარდგენას. რეგლამენტიდან ასევე ამოღბულ იქნა მოთხოვნა დასაქმებულის თვალსა და მონიტორზე გამოსახულ დეტალს შორის ხედვის დისტანციის 400-მილიმეტრიანი მოთხოვნის შესახებ. ბიზნესომბუდსმენის აპარატის შენიშვნა ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული და ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი სამუშაო სივრცის ადგილის მინიმალურ სავალდებულო მოცულობად ნაცვლად 4 კვადრატული მეტრისა, განისაზღვრა – 3. ამის მიუხედავად, ახალ ტექნიკურ რეგლამენტში მაინც რჩება ბიზნესისთვის კრიტიკული საკითხები.


„მიუხედავად იმისა, რომ ევროდირექტივა სამუშაო სივრცეში დამსაქმებლის მიერ განათებასთან, ხმაურთან და ტემპერატურასა და ტენიანობასთან დაკავშირებულ სავალდებულო მოთხოვნებს არ ითვალისწინებს, აღნიშნულ საკითხებზე ბიზნესომბუდსმენის აპარატის შენიშვნები მაინც არ იქნა გათვალისწინებული. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აგრძელებს მუშაობას რეგლამენტის დასახვეწად და ახალი რეგულაციის პროექტში ბიზნესისთვის დარჩენილი კრიტიკული საკითხების გადასაწყვეტად“, – აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.


ახალი რეგულაციის ძალაში შესასვლელად ტექნიკური რეგლამენტის პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას უნდა წარუდგინოს.


„მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტი ეხება ყველა იმ სამუშაო ადგილს, სადაც დასაქმებული მონიტორიან დანადგარს იყენებს რეგულარულად, დღეში არანაკლებ ოთხი საათის განმავლობაში.


კომერსანტი






ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

საბანკო რეგულაციების შერბილება 1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს

საბანკო რეგულაციების შერბილება  1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს
access_time2020-02-26 16:30:38
2020 წლის 1 მარტიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა ვერ ამოქმედდეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა. „შერბილებული საბანკო რეგულაციები 1 მარტიდან, შესაძლოა, ვერ ამოქმედდეს, რადგან კომერციულ ბანკებს გარკვეული პერიოდი სჭირდება რომ ცვლილებების...

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა
access_time2020-02-26 15:30:18
2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება 12 კომპანიას გადაუვადდა. „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯამში, 63 584 136 ლარის სანივესტიციო ვალდებულება გადავადდა.დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის საპრივატიზაციო ვალდებულება შპს „იტონგკავკასუსს“ აქვს. მას საწარმოს შექმნა, წარმოების დაწყება და ინვესტიციის განხორციელება ევალება. საუბარია, ჯამში, 30 000 000 ლარის ინვესტიციაზე. რაც შეეხება სხვა...

HUB Georgia გიორგი გახარიას პასუხობს-„სატრანსპორტო მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს“

HUB Georgia  გიორგი გახარიას პასუხობს-„სატრანსპორტო მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს“
access_time2020-02-26 14:30:44
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა, რომ „დღეს საქართველო სატრანზიტო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური თვალსაზრისით - ღია, კონკურენტული ბაზარი“. გიორგი გახარიას HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე  „კომერსანტთან“ პასუხობს. „პრემიერი სატრანზიტო პოტენციალის...

2022 წელს ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება

2022 წელს ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება
access_time2020-02-26 13:30:55
2019 წლის ბოლოს „Marriott International“–სა და საქართველოს კერძო კომპანიებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა,რომლის თანახმადაც,2022 წელს ქალაქ ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება. პროექტის ინვესტორი კომპანია „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლი“-ა, ხოლო სასტუმროს დეველოპმენტს ჯგუფის შვილობილი კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up