ირაკლი ლექვინაძე: „შევეცდები ბიზნესის საკითხები ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებამდე ეფექტურად მიტანილი იყოს“

ირაკლი ლექვინაძე: „შევეცდები ბიზნესის საკითხები ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებამდე ეფექტურად მიტანილი იყოს“

access_time2018-01-25 13:05:26

„შევეცდები, რომ ის საკითხები, რომლებიც ბიზნესში მუშავდება, მაქსიმალურად ეფექტურად იქნას მიტანილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებამდე. ბიზნესომბუდსმენის მთავარი მიზანია, შედგეს მაქსიმალურად ბევრი კომპრომისი რიგ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახლადდანიშნულმა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

 

მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ბიზნესომბუდსმენი არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციისთვის.

 

„მე შევეცდები, რომ ის საკითხები, რომლებიც მუშავდება ბიზნესში, ბიზნესასოციაციებში, მაქსიმალურად ეფექტურად იქნას მიტანილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებამდე. იქნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია ყველა ბიზნესასოციაციასთან, მსხვილი ბიზნესიდან დაწყებული, მცირე და რეგიონული თუ სექტორული ბიზნესასოციაციების ჩათვლით, რათა ყველა საკითხი, რაც ამ გაერთიანებებში მუშავდება, მაქსიმალურად იქნას განხილული და მხარდაჭერილი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

ლექვინაძე დარწმუნებულია, რომ დღესდღეობით ყველა სახელმწიფო უწყება ღიაა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ.

 

„ჩვენ გვექნება აქტიური კომუნიკაცია ყველა შესაბამის უწყებასთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, რომლებთანაც საჭიროა რიგი ტექნიკური თუ ინდივიდუალური საკითხების გავლა, რომ ეს კომუნიკაცია ბევრად ეფექტური იყოს. ქვეყანაში ბიზნესგარემო არის საკმაოდ პოზიტიური. ამას ადასტურებს ის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებენ, თუმცა პროცესში შეიძლება იყოს რიგი „ქეისები“, რა ნაწილშიც ბიზნესის მხარდაჭერა იქნება აქტუალური და ბიზნესომბუდსმენის აპარატი მზად იქნება, ამ გამოწვევებს რეალურად უპასუხოს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა. ამ დრომდე ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ზურაბ ძნელაშვილი ასრულებდა, რომელიც ირაკლი ლექვინაძის თქმით, მოადგილედ დარჩება.


ipn.ge





გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს
access_time2020-02-23 18:00:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ...

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...


მსგავსი სიახლეები

up