„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელოვნურად გაჭიანურება სხვა ინვესტორებისთვისაც ცუდი სიგნალია“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელოვნურად გაჭიანურება სხვა ინვესტორებისთვისაც ცუდი სიგნალია“

access_time2019-01-24 13:25:43

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით,  მშენებლობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელოვნურად გაჭიანურება სხვა ინვესტორებისთვისაც ცუდი სიგნალია.


„იცით, რომ წლების განმავლობაში მეც ვიყავი ქალაქის მთავრობის წევრი და საკითხს, რომელიც მემკვიდრეობად გვერგო, კარგად ვიცნობ. მესმის გადაწყვეტილების სირთულე და ვაკის პარკის მნიშვნელობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, თუმცა საკითხი სამართლებრივ ჩიხშია შესული, ინვესტორს აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და სასწორის მეორე მხარეს ახლა უკვე მთავრობისა და სასამართლოს მიმართ ინვესტორის ნდობა დევს. „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელოვნურად გაჭიანურება სხვა ინვესტორებისთვისაც ცუდი სიგნალია.„-განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ვაკის პარკში დაგეგმილი 30მეტრიანი სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის გარშემო შექმნილი ვითარების შეფასებისას.
„ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის ინვესტორის აქვს მიღებული ქალაქის მთავრობისგან სპეცნებართვა, რომელიც 2018წლის 28მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა და რომლის საფუძველზეც ინვესტორი მერიისგან ითხოვს მშენებლობის ნებართვის მიღებას. იმედი მაქვს გამოინახება კომპრომისული გადაწყვეტილება თბილსის მერიას და ინვესტორს შორის, ისეთი, რომელიც ერთის მხრივ უპასუხებს საზოგადოებრივ ინტერესს და მეორეს მხრივ არ დაარღვევს ინვესტორის უფლებას. “- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.




ბიზნესომბუდსმენის თქმით, ასეთ სიტუაციაში, პროცედურული სამართლებირვი ბარიერებით ინვესტორისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის ხელოვნურად შეზღუდვა და გაჭიანურება არღვევს ბიზნესმენის უფლებებს და უარყიფითად მოქმედებს ამ სფეროში საქართველოში ბიზნეს გარემოზე.






Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up