ქართული ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვა და კონკურენციის დაცვის მექანიზმები, – ამ საკითხებზე კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.მსჯელობას ჯანდაცვის სამინისტროს, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმ ფარმაციის პლატფორმის პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, სპეციალისტების თქმით, მომხმარებელს მედიკამენტის შეძენა გაცილებით დაბალ ფასად, მისთვის ხელსაყრელ ადგილას შეეძლებათ.
„სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ჩამოსული არიან ევროპელი ექსპერტები, რათა მათი მხრიდანაც მოხდეს ევროპული პრაქტიკის გაზიარება. გვაქვს ორი მთავარი საკითხი, ერთ-ერთია ის წლის დასაწყისიდან დღემდე რა ჩარჩო გვაქვს მონიტორინგის პროცესის განხორციელების გაკეთებული სააგენტოს, თუ როგორ არის ფასები განსაზღვრული და როგორ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან. მე მაქვს პრემიერისგან დავალებული, რომ აღნიშნული სფეროს ანალიზი განხორციელდეს სიღრმისეულად და როგორც კი დასრულდება, დეტალური ანგარიშს წარვადგენთ მომხმარებლის წინაშე“, – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ასევე ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მსჯელობა გაიმართა იმ ახალ პლატფორმაზე, რომელმაც მოსახლეობას მედიკამენტებზე წვდომა უნდა გაუიოლოს.
„ასევე შეხვედრაზე პრეზენტაცია არის ახალი ვებპორტალი, რომელიც უნდა შეიქმნას და რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება საქართველოში არსებულ ქსელებში ქონდეს საშუალება მოძებნოს მისთვის საჭირო მედიკამენტი ფასისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით“, – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
1tv.ge