ირაკლი ლექვინაძე: პარტნიორ ბიზნესომბუდსმენებთან თანამშრომლობით უცხოურ ბაზრებზე ქართულ კომპანიებს გავაძლიერებთ

ირაკლი ლექვინაძე: პარტნიორ ბიზნესომბუდსმენებთან თანამშრომლობით უცხოურ ბაზრებზე ქართულ კომპანიებს გავაძლიერებთ

access_time2019-10-11 23:00:38

ბიზნესომბუდსმენის აპარატის და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისი საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციას - „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ მასპინძლობს.



კონფერენციის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის მოწვევით, საქართველოს პოლონეთის, უკრაინის, ალბანეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენები სტუმრობენ.



ღონისძიების ფარგლებშივე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველო - ალბანეთის, საქართველო - ყაზახეთის, საქართველო - უზბეკეთის და საქართველო - პოლონეთის ბიზნესომბუდსმენების აპარატებს შორის, რაც ბიზნესომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მემორანდუმების მიხედვით, ფართოვდება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის არეალი და ძლიერდება აპარატის როლი უცხოურ ბაზრებზე ქართული ბიზნესების დაცვის მიმართულებით.



„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიების ორგანიზატორია. ჩვენი მოწვევით საქართველოში იმყოფებიან ბიზნესომბუდსმენები ექვსი ქვეყნიდან. აღნიშნული კონფერენციის ორგანიზება, კოლეგა ინსტიტუტების წარმომადგენლების მოწვევა და მემორანდუმის ფარგლებში მათთან თანამშრომლობის დანერგვა ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაძლიებისთვის ორი მიმართულებით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ეს ორგანიზაციები ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითაა შექმნილი, მათ შორის ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD). ამიტომ ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მათი გამოცდილება ინვესტიციების შენარჩუნებისა და ბიზნესის უფლებების დაცვის მექანიზმების საკითხებში. მეორეს მხრივ ეს არის უცხოურ ბაზრებზე ქართული კომპანიების დაცვის ახალი ბერკეტები. პარტნიორ ბიზნესომბუდსმენებთან თანამშრომლობით უცხოურ ბაზრებზე ქართულ კომპანიებს გავაძლიერებთ. ჩვენ ვფიქრობთ, კოლეგა ბიზნესომბუდსმენების დახმარებით ვქმნით დამატებით ბერკეტებს მათ მხარდასაჭერად, იქნება ეს საკონსულტაციო მიმართულება თუ უფლებების დაცვა.“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


„ჩვენი ქვეყნების რეგიონებს შორის კავშირის დამყარება არა მხოლოდ ამდიდრებს ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას, არამედ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების დადგენასაც უზრუნველყოფს. ამასთან დაკავშირებით, ბიზნეს სუბიექტების უფლებებისა და ინტერესების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი მეწარმეებისთვის. ეს კონფერენცია კარგი პლატფორმაა მეწარმეთა დაცვის სფეროში გამოცდილების გაცვლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უზბეკეთისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენებს შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება, ხელს შეუწყობს ბიზნესის წარმომადგენლების დაცვას ნეგატიური გავლენებისგან მათ მიერ განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში“ - განაცხადა უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენმა დილმურდ კასიმოვმა.




კონფერენციის მიზანია ბიზნესის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებზე მსჯელობის, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის და ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მსჯელობისთვის ყოველწლიური საერთაშორისო სადისკუსიო პლატფორმის შექმნა.



ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, თბილისს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაცია ეწვია. კონფერენციაში ასევე, მონაწილეობენ მსოფლიო ბანკის (WB) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლები.



ღონისძიების მხარდამჭერები არიან პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“ და მედია სააგენტო „კლიპარტი“.


"კომერსანტი" 





ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...


მსგავსი სიახლეები

up