ირაკლი ლექვინაძე: OECD-ის და ფრეიზერის ინსტიტუტის შეფასებები ინვესტორებისთვის პოზიტიური მესიჯია

ირაკლი ლექვინაძე: OECD-ის და ფრეიზერის ინსტიტუტის შეფასებები ინვესტორებისთვის პოზიტიური მესიჯია

access_time2019-09-12 14:30:35


„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ფრეიზერის ინსტიტუტის შეფასებები ინვესტორებისთვის პოზიტიური მესიჯია“ - ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებას.



„რეიტინგის ძირითადი კრიტერიუმებში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციები აქვს. მათ შორის ბიზნეს გარემოს მიმართულებით მნიშვნელოვანია საკუთრების უფლებისა და საერთაშორისო ვაჭრობის კრიტერიუმებში წინსვლა. ამასთან, საქართველოში ვიზიტით იმყოფება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაცია და სამუშაო შეხვედრებს მართავს. ერთ-ერთი შეხვედრა ბიზნესომბუდსმენის აპარატშიც გაიმართა, სადაც დელეგაციის წევრებმა საქართველოს საინვესტიციო გარემო დადებითად შეაფასეს და რეგიონში ბიზნეს გარემოს მიმართულებით საქართველო ლიდერ ქვეყნად მოიხსენიეს. მსგავსი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების მხრიდან დადებითი შეფასებები ინვესტორების მხრიდან საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ ნდობას ამყარებს.“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.



ინფორმაციისთვის, ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელმა, ფრეიზერის ინსტიტუტის 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ერთი საფეხურით გაიუმჯობესა პოზიცია და მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლა. ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „OECD ევრაზიის კვირეული - 2020“-ის ღონისძიებას (OECD Eurasia week 2020) საქართველოს 2020 წლის მარტში უმასპინძლებს.



ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელმა, ფრეიზერის ინსტიტუტის 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ერთი საფეხურით გაიუმჯობესა პოზიცია და მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლა.


ანგარიშში მსოფლიოს 162 ქვეყანა სხვადასახვა კრიტერიუმების მიხედვით არის შეფასებული. ინდექსით 5 ძირითადი სფერო და 43 პარამეტრი იზომება, თითოეულ მათგანში ქვეყნებს 0-დან 10 ქულამდე ენიჭებათ. ჯამურად საქართველოს ქულა 7.94-ს შეადგენს, რაც 2018 წელს გამოქვეყნებულ ინდექსთან შედარებით 0.06 ქულით მეტია, აღნიშნული გაუმჯობესება იმის საფუძველი გახდა, რომ სიაში საქართველოს ერთი საფეხურით წინ წაენაცვლებინა.



ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით საქართველოს შედეგები და წინა წელს გამოქვეყნებულ მაჩვენებელთან სხვაობა ასეთია:


მთავრობის ზომა - 7.58 ქულა, გაუმჯობესება 0.08 ქულა;



სამართლებრივი სისტემა/საკუთრების უფლება - 6.34 ქულა, გაუმჯობესება 0.04 ქულა;


მყარი ფული - 8.89 ქულა, გაუარესება 0.05 ქულა;


საერთაშორისო ვაჭრობა - 8.74 ქულა, გაუმჯობესება 0.18 ქულა;


რეგულაციების ზომა - 8.15 ქულა, გაუმჯობესება 0.05 ქულა.



ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის ინდექსი 2017 წლის მაჩვენებელს ზომავს, შესაბამისად 2018-2019 წლებში მომხდარი საკანონდებლო და რეგულატორული ცვლილებები აღნიშნულ ინდექსში 2020 და 2021 წლებში აისახება.


კომერსანტი









ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up