ირაკლი ლექვინაძე ნიკა გვარამიას: მსგავსი ფორმით, ნებისმიერი ბიზნესის მისამართით გამოთქმული ასეთი შეფასებები აბსოლუტურად მიუღებელია

ირაკლი ლექვინაძე ნიკა გვარამიას: მსგავსი ფორმით, ნებისმიერი ბიზნესის მისამართით გამოთქმული ასეთი შეფასებები აბსოლუტურად მიუღებელია

access_time2019-07-10 17:35:21


ნებისმიერი ბიზნესის მისამართით მსგავსი ფორმით გამოთქმული ასეთი შეფასებები აბსოლუტურად მიუღებელია. ბიზნესმენები არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს, ასაქმებენ ადამიანებს - ასე შეაფასა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ტელეკომპანია ,,რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც მან გადაცემა ,,კვირის აქცენტების“ ეთერში გააკეთა.


,, მსგავსი ტიპის შეფასებები ბიზნეს-სექტორისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ბიზნესი თვითონ წყვეტს, თუ რომელ ბაზარზე გააკეთოს ორიენტირება, არ ეშლება სად წავიდეს და როგორ, სად აიღოს რისკი და ის, რომ რისკზე თავად იყოს პასუხისმგებელი. ასეთი შეფასებები არც ჟურნალისტიკაა და არც პატრიოტიზმი. ბიზნესი ძალიან პრაგმატულია და ზუსტად იცის სად, როდის და რა გააკეთოს. ასე რომ, მივცეთ შესაძლებლობა, იყოს თავისუფალი საკუთარ არჩევანში. ბიზნესი პასუხს აგებს საკუთარ დანაკარგებზეც, საკუთარ შედეგებზეც, - ჩვენთვის მთავარია, რომ ბიზნესს ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა ყველა მიმართულებით და ქმნიდეს ეკონომიკურ დოვლათს. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება შეაფასოს ამა თუ იმ კომპანიის თუ უწყების ქმედება, თუმცა შეფასებასაც აქვს თავის ფორმები. ის, რაც ჩვენ გუშინ ეთერში ვნახეთ ეს აბსოლუტურად მიუღებელია“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.




როგორც ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყნის ბაზარი, სადაც ქართულ პროდუქტზე, სერვისებზე მოთხოვნაა და საიდანაც შემოსავალს ვიღებთ - მნიშვნელოვანია.


,, ნებისმიერი ქვეყნის ბაზარი, სადაც ქართულ პროდუქციაზე, სერვისებზე მოთხოვნაა - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ბაზარს თავის პოლიტიკური რისკები გააჩნია, რომელსაც, ბუნებრივია, როცა იწყება ურთიერთობა ამ მიმართულებით, იაზრებ და აფასებ. ამიტომ, კიდევ უფრო გამწვავება და დაძაბულობის შეტანა გადაწყვეტილებებში არის მიუღებელი მაშინ, როდესაც ჩვენ ყველა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად პრაგმატულად და დაბალანსებულად შევინარჩუნოთ ის შესაძლებლობები, რომელიც გაგვაჩნია ყველა მიმართულებით, ყველა ბაზართან“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.



ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაულახავი პრობლემა არ არის, თუმცა ქვეყნის ეკონომიკაზე , მოკლევადიან პერიოდში მას გარკვეული მოკლევადიანი ნაგატიური ეფექტები ექნება. მისი თქმით, დაბალანსებული ურთიერთობები ყველასთან არის ის, რაც ქვეყანას სტაბილური განვითარებისთვის სჭირდება.






დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...


მსგავსი სიახლეები

up