ირაკლი ლექვინაძე: მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო4-ის სტანდარტის დიზელზე 1-წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ

ირაკლი ლექვინაძე: მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო4-ის სტანდარტის დიზელზე 1-წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ

access_time2019-09-17 15:00:59



ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ნავთობ იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.



ახალი ნორმების მიხედვით 2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევრო 5-ის ტიპის სტანდარტის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში დიზელის საწვავზე მოქმედი ხარისხობრივი ნორმები ევრო 4-ის სტანდარტს შეესაბამება. ამასთან, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული დიზელის საწვავი ევრო4-ის სტანდარტია და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ევრო5-ის ტიპის დიზელის საწვავის წარმოებას 2021 წლიდან გეგმავს.


შესაბამისად, რეგულაციის 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედების შემთხვევაში 2020-2021 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დიზელის საწვავის იმპორტი სრულად შეიზღუდება.




აღნიშნულის გათვალისწინებით ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მოთხოვნაა გამოცხადდეს 1 წლიანი მორატორიუმი ადგილობრივ ბაზარზე ევრო4-ის სტანდარტის დიზელის საწავავის გამოყენების თაობაზე.



„შეხვედრაზე წარმოდგენილი ინფორმაცია საკმარისია იმისათვის, რომ დაიწყოს განხილვები დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედების ვადის კორექტირებასთან დაკავშირებით. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც დღეს წარმოდგენილ პრეზენტაციაში აღინიშნა. მათ შორისაა იმპორტის მოცულობა, 40% ია ბაზარზე პროდუქტის წილი, რომელიც იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან და რეგულაციის 2020 დან ამოქმედებით იმპორტის ეს ნაწილი სრულად იზღუდება. არის ასევე შეფასებები, რომელიც უკავშირდება ემისიებს, ავტო პარკის ტექნიკურ მახასიათებლებს და ფასთა შორის სხვაობის საკითხები. ჩვენს აპარატს მხარდაჭერისთვის მომართა ნავთობიმპორტიორთა კავშირმა და კომპანია „სოკარმა“. ჩვენ ვამუშავებთ რეკომენდაციას, სადაც ავსახავთ კერძო სექტორის მოთხოვნისადმი ჩვენს მხარდაჭერას, რადგან ინფორმაცია რომელიც ბიზნესისგან დღეს მოვისმინეთ ვფიქრობ ქმნის საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ ეს საკითხი მაღალ დონეზე იქნას განხილული და შესაბამისად მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო4-ის სტანდარტის დიზელზე 1წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ „ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.







ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...


მსგავსი სიახლეები

up