ირაკლი ლექვინაძე: მთავრობის მიერ დაგეგმილ რიგ რეგულაციებზე კერძო სექტორს შენიშვნები აქვს

ირაკლი ლექვინაძე: მთავრობის მიერ დაგეგმილ რიგ რეგულაციებზე კერძო სექტორს შენიშვნები აქვს

access_time2018-09-26 21:15:25

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის (GDBA) პრეზიდენტი ივა ჭყონია ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენს მათთვის პრობლემური საკითხების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.


მეწარმეებმა მთავრობის მიერ დაგეგმილ იმ რეგულაციებზე ისაუბრეს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში მათ შეფერხებებს უქმნის. მათ შორის, „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, რაც გულისხმობს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის, ხოლო 2019 წლის 1 აპრილიდან სრულად ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვას. ასევე, განიხილეს არა ალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონული მარკირების საკითხი, საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი და საქართველოს კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ხორბლის და ხორბლის ფქვილის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმპორტის შესაძლო შეზღუდვის შესახებ.



„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ ახალი რეგულაციების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა ბიზნესს საქმიანობის განხორციელების პროცესში შეფერხებებიშეუქმნას. მთავრობის მიერ დაგეგმილ რიგ რეგულაციებზე კერძო სექტორს შენიშვნები აქვს. მათ შორისაა,პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის შეზღუდვისა და შემდგომში სრულად აკრძალვის ამოქმედების ვადები. დღევანდელი მოცემულობით, მთავრობამ დადგენილება მიიღო 14  სექტემბერს და სანქციები კი 1 ოქტომბრიდან შედის ძალაში. ჩვენც ვეთანხმებით, რომ ორი კვირის ვადა არ არის საკმარისი სადისტრიბუციო კომპანიების მიერ უკვე ქსელში გაშვებული პროდუქციის ამოყიდვისათვის, ხოლო ქსელიდან პროდუქტის ამოღება მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს კომპანიებისთვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის ოფისი მოამზადებს რეკომენდაციას და მიმართავს შესაბამისს უწყებებს.“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-19 21:00:08
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.ბიზნესის მთავარი პრობლემა ლარის მერყევი კურსი და შიდა სავალუტო ბაზარზე არასტაბილური ვითარებაა - სოსო ფხაკაძე ლარის გაცვლითი კურსის მოკლე დროში საგრძნობმა მერყეობამ პანდემიისგან დაზარალებული ქართული ბიზნესი კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააგდო. რა გავლენას ახდენს ლარის...

Business Insider: Facebook-ის და Twitter-ის კაპიტალიზაცია ჯამურად 51 მლრდ-ით შემცირდა

Business Insider: Facebook-ის და Twitter-ის კაპიტალიზაცია ჯამურად 51 მლრდ-ით შემცირდა
access_time2021-01-19 20:00:50
ბოლო რამდენიმე დღეში სოციალური ქსელების Facebook-ის და Twitter-ის კაპიტალიზაცია ჯამურად 51 მლრდ.-ით შემცირდა იმის გამო, რომ ინვესტორებს ტრამპის გვერდის გაუქმების გადაწყვეტილება არ მოეწონათ. მათ შორის Facebook-მა 47,6, ხოლო Twitter-მა 3,5 მლრდ. დოლარი დაკარგეს. ყველაფერი იმის შემდეგ დაიწყო, რაც ორივე კომპანიამ განაცხადა, რომ სამუდამოდ აუქმებენ დონალდ ტრამპის აკაუნტებს ახალი ძალადობის გაღვივების მაღალი რისკის გამო. ეს მოხვდა მთავრობის...

Forbes: Signal და Telegram - თავშესაფარი გაბრაზებული კონსერვატორებისთვის

Forbes:  Signal და Telegram - თავშესაფარი გაბრაზებული კონსერვატორებისთვის
access_time2021-01-19 19:00:53
2021 წლის 6-10 იანვარს მესენჯერ Signal-ს დღეში საშუალოდ 250 000, ხოლო Telegram-ს 1,1 მლნ. მომხმარებელი ემატებოდა, რაც ამ სერვისების 409% და 61%-ით ზრდას ნიშნავს. ასეთი ინტერესი მათ მიმართ, მსხვილი სოციალური ქსელების მიერ დონალდ ტრამპის და მისი მომხრეების წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა გამოიწვია. Signal-ის ერთ-ერთი უპირატესობაა, მისი უსაფრთხოება, რადგანაც ის განსაკუთრებით რთულ შიფრებს იყენებს, რომელთა დაბლოკვა თითქმის...

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება
access_time2021-01-19 13:00:20
სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის ნაწილია. გადაწყვეტილების შესახებ ეროვნულ ბანკს ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს და მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მომდევნო კვირებში გავრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების შესახებ...

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს
access_time2021-01-19 16:00:38
1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა, დღესღეობით 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარამდეა გაზრდილი, ამიტომ 10 ლარიანი სუბსიდია ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარაა. „პროგრამაში თავიდანვე ჩადებული იყო რისკები, რომ მაგალითად, რუსეთს 15 თებერვლიდან შემოაქვს კვოტირება, ასევე სავალუტო რისკი, ელექტროენერგიის გაძვირების...


მსგავსი სიახლეები

up