ირაკლი ლექვინაძე: კრიტიკულ საკითხად რჩება  ბიზნეს სექტორებზე საბანკო რეგულაციების გავლენა

ირაკლი ლექვინაძე: კრიტიკულ საკითხად რჩება ბიზნეს სექტორებზე საბანკო რეგულაციების გავლენა

access_time2019-04-15 11:40:49

ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა და 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარტში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ახალ კრიტიკულ საკითხებზე ისაუბრა.


„კრიტიკულ საკითხად რჩება სხვადასხვა ბიზნეს სექტორებზე, მათ შორის სამშენებლო და საცალო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიებისთვის, საბანკო რეგულაციების გავლენა. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია რეგულაციის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებთან და მიაჩნია რომ მნიშვნელოვანია მათი შერბილება, რადგან ამან დრამატული გავლენა არ მოახდინოს მათ ბიზნეს აქტივობაზე.“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.


მისივე თქმით, კრიტიკულ საკითხებს შორისაა თბილისის ახალი გენერალური გეგმით განსაზღვრული ზონირების ფარგლებში მიწის მესაკუთრეების უფლებების შეზღუდვის შემთხვევები.


„მიგვაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიწის მესაკუთრეებისათვის განხილული და შეთავაზებული იქნას პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის გამოყენებით, რათა არ შეილახოს მათი სამეწარმეო ინტერესები და შეუფერხებლად მოახერხონ ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება.“- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.



ბიზნესომბუდსმენის თქმითვე ასევე, პრობლემად რჩება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პასუხგაუცემელი და დაგვიანებული პასუხები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე.


„კომერსანტი“ 





აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

თემურ ჭყონია: „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში, მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

თემურ ჭყონია:  „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში,  მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„
access_time2019-07-22 16:30:05
ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ლარის  არასტაბილურობის გამო,  ეროვნული ბანკის ფუნქციების გადახედვის საჭიროებას ხედავს. მისი განმარტებით, ლარის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელია და არამარტო ბიზნესის. გარდა ამისა, არასტაბილური  ლარი მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი სწორედ ბიზნესისგან...

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ
access_time2019-07-22 15:00:41
2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33,993 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29,991 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,940 მლნ ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47,933 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63,984 მლნ იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345,001 მილიონი ლარი,...

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას
access_time2019-07-22 14:37:52
ქართული ბიზნესები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ საკუთარი სავალუტო რისკები მინიმუმამდე შეამცირონ. იმის გამო, რომ საქართველოში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი არის იმპორტირებული, საქონლის რეალიზაცია კი, ეროვნულ ვალუტაში ხდება, ბიზნესი ბუნებრივად სავალუტო რისკის წინაშე დგება. ლარის მერყეობის ზრდასთან ერთად ამ ბიზნესებისთვის ოპერირება გართულდა. მოიმატა გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს იმპორტირებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და სადამდე შეიძლება ის...


მსგავსი სიახლეები

up