ირაკლი ლექვინაძე - კოვიდ პანდემიის პირობებში მსოფლიოში კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის კორექტირება მიმდინარეობს

ირაკლი ლექვინაძე - კოვიდ პანდემიის პირობებში მსოფლიოში კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის კორექტირება მიმდინარეობს

access_time2020-09-11 15:30:04

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე კონფერენციაზე „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“, რომელიც ეკონომისტის დღეს და პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას ეძღვნება, სიტყვით გამოვიდა. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.



,,საქართველოს კონკურენციის სააგენტო ჩართული იყო საერთაშორისო ორგანიზაციის CUTS INTERNATIONAL-ის კვლევაში, რომლიs თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის კორექტირება მიმდინარეობს. კონკურენციის უწყებები, ბიზნესების მიმართ, ერთდროულად, მოქნილ და მტკიცე პოლიტიკას ატარებენ, რაც კონკურენციის კანონის აღსრულების შერბილებით გამოიხატება. ხოლო მტკიცე პოლიტიკა გულისხმობს დაუყოვნებლივ და მკაცრ რეაგირებას, ისეთი ბიზნესების მიმართ, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ შექმნილი ვითარებით. COVID-19-ით გამოწვეულ საგანგებო ვითარებაში განისაზღვრა მნიშვნელოვანი სექტორები - რითეილი, სუპერმარკეტები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საბითუმო მოვაჭრეები, მედიკამენტების მწარმოებლები, ჯანდაცვა, ფარმაცევტული ნაწარმის დისტრიბუტორები, ტურისტული სააგენტოები, კვლევა და განვითარება (R&D). დაასახელდა ბიზნესების მხარდასაჭერად განსახორციელებელი სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებები, რომელიც ბიზნეს საქმიანობის მართებულად გაგრძელების საშუალებას იძლევა. კვლევამ ცხადყო, რომ დღეს, გლობალური კრიზისის დასაძლევად, ბიზნესებს შორის შეთანხმებული თანამშრომლობების დაშვება მათთვის შეღავათებისა და გამონაკლისების მინიჭება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვადასხვა ქვეყნების კონკურენციის უწყებებს შორის თანამშრომლობა. აგრეთვე, არსებულ ვითარებაში პოზიტიურად იქნა შეფასებული მიდგომა - “მოქალაქეების დაცვა ახლა და ეკონომიკური უკუეფექტის მიღება მოგვიანებით“ - განაცხადა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ კონფერენციაზე და მონაწილეებს ეკონომისტის დღე მიულოცა.




“პირველ რიგში მინდა ვუთხრა მადლობა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ეკონომიკის ფაკულტეტს, ვინც საფუძველი ჩაუყარა და ვინც დღეს ქმნის ეკონომიკურ აზრს საქართველოში. ყველას მინდა მოგილოცოთ ეკონომისტის დღე, რომელიც სექტემბრის ყოველ მეორე პარასკევს აღინიშნება. სიმბოლურია რომ კონფერენცია ეძღვნება ბატონ ნოდარ ხადურის ხსოვნას. უდიდესი პროფესიონალი, პატრიოტი, საუკეთესო მეგობარი, ლექტორი და ხელმძღვანელი დაკარგა ეკონომიკის სფეროში მოღვაწე საზოგადოებამ’’



კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ღაღანიძე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები - ვლადიმერ პაპავა და როინ მეტრეველი.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up