ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა საკანონმდებლო დონეზე და მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი

ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა საკანონმდებლო დონეზე და მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი

access_time2020-08-07 16:00:47

„ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით და პროცედურული სამართლიანობის წესების უზრუნველსაყოფად, კონკურენციის სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას. საქართველოს კონკურენციის სააგენტო, მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა და ამუშავებს კომერციულად სენსიტიურ ინფორმაციას. კონკურენციის-სამართლებრივი წარმოება წარმოადგენს პროცესს, სადაც ხდება ბაზრის სტრუქტურის დეტალური ანალიზი, ეკონომიკური აგენტების წილების განსაზღვრა, მათი დანახარჯების იდენტიფიცირება და ა.შ. ასევე, გასათვალისწინებელია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ინფორმაციის გაცვლის ფორმატები, რომელიც სამართლებრივად რისკის მატარებელია. მხარეებისგან, დაინტერესებული პირებისგან, მომართვის თუ შეხვედრების დროს ხშირად ისმება შეკითხვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ კონკურენციის სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა საკანონმდებლო დონეზე და მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი. კონფიდენციალური პოლიტიკის დაცვა, კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში, ყველა მხარისათვის მნიშვნელოვანია და მომზადებული გზამკვლევი დოკუმენტის მიზანია - ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს“ - აცხადებს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.



კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტში დეტალურად არის წარმოდგენილი კონფიდენციალური ინფორმაციის თითოეული ფორმატი -კომერციული საიდუმლოება და ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის პროცედურა; პერსონალური მონაცემები, პროფესიული საიდუმლოება, სახელმწიფო საიდუმლოება და საგადასახადო საიდუმლოება. ასევე, საიდუმლო ინფორმაციის და მხარეთა ინტერესების დაცვის მეთოდი კონკურენციის-სამართლებრივი წარმოების პროცესში; საიდუმლო ინფორმაციის სხვა სახეები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში.




„კონკურენციის სააგენტოს მიერ, საქმის მოკვლევის განხორციელების პროცესში, მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა, გარდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციისა და 10 სამუშაო დღის ვადაში უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.



„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 20. ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა


1. სააგენტო ვალდებულია:
ა) დაიცვას ეკონომიკური აგენტის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც შეიცავს კომერციულ ან/და საგადასახადო საიდუმლოებას;
ბ) დაიცვას იმ პირის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, რომელიც არის ინფორმაციის მიმწოდებელი და სააგენტოს მიმართავს მისი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნით;
გ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და გაუვრცელებლობა.
2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა და გავრცელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
3. დაუშვებელია სააგენტოში დასაქმებულთა მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება, მათ შორის, პირადი, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობის განსახორციელებლად.
4. სააგენტოში დასაქმებულთა მიერ ამ მუხლის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
5. განზოგადებული ინფორმაცია შესაბამისი ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები ეკონომიკური აგენტების რაოდენობის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების თაობაზე არ შეიძლება კონფიდენციალური იყოს“  ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up