ირაკლი ლექვინაძე: კონკურენციის სააგენტოს მთავარი გამოწვევა ეფექტური კანონმდებლობა და  ნდობის მაღალი ხარისხია

ირაკლი ლექვინაძე: კონკურენციის სააგენტოს მთავარი გამოწვევა ეფექტური კანონმდებლობა და ნდობის მაღალი ხარისხია

access_time2020-01-10 16:00:54

პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ დახურვის ღონისძიებაზე, ევროკავშირის მიერ საქართველოში კონკურენციის სფეროს სამწლიანი მხარდაჭერის შედეგები შეაჯამეს და სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი, ვინსენტ რეი. ამის შესახებ „კომერსანტს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს.



„დღეს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მთავარი გამოწვევა არის ეფექტური, სრულყოფილი კანონმდებლობა და ეკონომიკური აგენტების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხი, რომელსაც წლების მანძილზე დაგროვებული ქეისების შედეგები განსაზღვრავს. საქართველოში კონკურენციის აღსრულების გასაუმჯობესებლად, ევროკავშირის პროექტის მიერ 100-ზე მეტი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორცილედა. მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე, მომზადდა რეკომენდაციები. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული საკითხი უკვე პარლამენტშია ინიცირებული, რომელიც სამომავლოდ სააგენტოს ეფექტიან აღსრულებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. გარდა ამისა, განხილვაშია კიდევ 3 კანონპროექტი, რომლის აღსრულების ნაწილი სწორედ კონკურენციის სააგენტოს ეხება. სამი წლის განმავლობაში, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვისათვის, დარგობრივი მარეგულირებლებისთვის გაიმართა შეხვედრა-სემინარები და კონფერენციები. ჩატარდა ტრენინგები თანამშრომლებისათვის, რათა რაც შეიძლება დროულად მოხდეს საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და ქართულ რეალობაში ადაპტირება. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, გამოიცა გზამკვლევი დოკუმენტაცია. მადლობა პროექტის ფარგლებში მონაწილე ყველა წევრს მხარდაჭერისათვის და თანამშრომლობისათვის. უკვე მომზადებულია მიმდინარე წლის სამოქმედი გეგმა, სადაც ძალიან ბევრი აქტივობაა განსაზღვრული და რაც ხელშემწყობი პირობა იქნება სააგენტოს სამომავლო ეფექტური მუშაობისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენცია არის მთავარი ბაზრის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, გავაკეთებთ მაქსიმუმს და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ბაზრის შეფასებას შეეხება, იქნება მაღალი პასუხისმგებლობით და მაღალი სტანდარტების საფუძველზე მიღებული“, - განაცხადა დღეს ღონისძიების დაწყებამდე მედიასთან ირაკლი ლექვინაძემ.




პროექტის დახურვის ცერემონიალს 100-მდე სტუმარი ესწრება. მათ შორის, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up