ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის კანონში ცვლილებების მიღებით საქართველოს აქვს უფრო სრულყოფილი და DCFTA მოთხოვნებთან შესაბამისი კანონმდებლობა

ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის კანონში ცვლილებების მიღებით საქართველოს აქვს უფრო სრულყოფილი და DCFTA მოთხოვნებთან შესაბამისი კანონმდებლობა

access_time2020-09-17 13:00:08

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთი მოთხოვნის შესაბამისად, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, მომზადდა და საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტი. ამის შესახებ „კომერსანტს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს.



„სააგენტოს ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა იყო უფრო ეფექტური კანონმდებლობა, კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებებით პრობლემური საკითხები რეგულირდება შემდეგნაირად: კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის პროცესში და ბაზრის მონიტორინგის დროს ეკონომიკური აგენტები არ იყვნენ ვალდებულნი სააგენტოსთვის მიეწოდებინათ გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც ბაზრის სრულყოფილად შესწავლის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებდა - სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება ხდება სავალდებულო.



მოკვლევის ვადის სიმცირე - 10 თვის ნაცვლად - იქნება 18 თვე, გამომდინარე იქიდან, რომ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების შესწავლას ბაზრის ფართომასშტაბიანი ანალიზი და ეკონომიკური კვლევების ჩატარება სჭირდება. სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციებზე რეაგირების მექანიზმების რეგულირებასთან დაკავშირებით, საწარმოების კონკურენციის კანონსაწინააღმდეგო გამსხვილების კონტროლისა და ბაზარზე კონკურეტული გარემოს დაცვის მიზნით - წესდება სანქცია კონცენტრაციის წესების დარღვევისათვის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე.



რაც შეეხება სხვა რეგულირებად სექტორებში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პოლიტიკას - კონკურენციის მარეგულირებელი ნორმები იქნება ყოვლისმომცველი და რეგულირებადი სექტორის სუბიექტების საქმიანობა დაექვემდებარება კონკურენციის სამართლებრივ რეგულირებას, რაც ამ ბაზრებზე გაზრდის კონკურენციას, ეს კი, თავის მხრივ, დადებითად აისახება მომხმარებელზე.




ასევე, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, იხვეწება ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების მექანიზმები - მიდგომა, რომელიც ინერგება აპრობირებულია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში და მოულოდნელი ადგილზე შემოწმება კარტელების გამოძიების მთავარი ბერკეტია.



წარმოდგენილი ცვლილებები ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და განხილულია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე. პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს უწყების წინაშეა და ემსახურება მთელი რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების ეფექტიანობის გაუმჯობესებას“, - აცხადებს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.



კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, იზრდება საქმის მოკვლევის, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების და სახელმწიფო დახმარების შესახებ განცხადების განხილვის ვადები.



„მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, იცვლება მართვის სტრუქტურა და სააგენტო ყალიბდება კოლეგიალური მართვის ორგანოდ.



საბჭოს ნორმები ამოქმედდება 2021 წლის 1 ივნისიდან, დანარჩენი ნაწილი კი გამოქვეყნებიდან 45–ე დღეს.



კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს 2 მოკვლევა დაასრულა, სადაც ერთში დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა შესაბამისი სანქცია, მეორეში კი დადასტურდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 4 მოკვლევის პროცესი. ამავე პერიოდში, კონკურენციის სააგენტომ 5 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, მიმდინარეა 3. გაიცა ერთი თანხმობა ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up