ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით კონკურენციის სააგენტოს ახალი ფუნქციები ემატება და უფრო ეფექტიანი ხდება

ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით კონკურენციის სააგენტოს ახალი ფუნქციები ემატება და უფრო ეფექტიანი ხდება

access_time2020-06-05 13:25:13

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი და „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ კანონპროექტები განიხილეს.


საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის შეფასებით. აღნიშნული ცვლილებების მიღების შემდეგ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, აღსრულების ნაწილი უფრო ეფექტური გახდება და უწყების ახალი ფუნქციებით აღჭურვა ხდება.


„დღეს კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთი გამოწვევა არის ეფექტური კანონმდებლობა, ახალი ცვლილებების მიხედვით, ინფორმაციის გამოთხოვის მექნიზმები იხვეწება, საქმის მოკვლევის ვადები იზრდება, ადგილზე შემოწმების მექანიზმების გამართვა, იქნება საკანონმდებლო საფუძვლები ბაზრის სხვა მარეგულირებლთან კონკურენციის საკითხებზე თანამშრომლობის ნაწილში, იხვეწება კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმები, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სააგენტოს მართვის ინსტიტუციური მოწყობა, იქმნება ხუთ კაციანი მმართველობითი საბჭო, რომელსაც ხუთი წლის ვადით საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი“, – განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.



რაც შეეხება ანტიდემპინგურ კანონმდებლობას, მისი თქმით, ეს სააგენტოსთვის ახალი მიმართულება იქნება, რომლის მიზანია, დაიცვას ადგილობრივი ინდუსტრიები დემპინგური ექსპანსიისგან.


„სააგენტო მზაობას გამოთქვამს აღნიშნული ფუნქციის აღსრულებისთვის. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია სააგენტოს შესაბამისი საკადრო რესურსით უზრუნველყოფა და მათი მომზადება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. სააგენტომ სიღრმისეული კვლევები უნდა აწარმოოს და რეკომენდაციის სახით მთავრობას წარუდგინოს. მეორე მიმართულება არის დემპინგის თემის კარგად გააზრება ყველა ეკონომიკური აგენტის მხრიდან, რომ ყველა ტიპის საფასო უპირატესობა არ იყოს შეფასებული, როგორც დემპინგი. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, კანონპროექტში საკმაოდ დაბალანსებულია ადგილობრივი ინდუსტრიებისა და იმპორტიორების ინტერესები“, – აცხადებს ლექვინაძე.


მისივე შეფასებით ცვლილებები კონკურენციის შესახებ კანონში და ანტიდემპინგური კანონმდებლობა მომზადებულია ევროკავშირის ექსპერტების აქტიური ჩართულობით და ეფუძნება ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას. კანონპროექტებს გავლილი აქვს ბევრი განხილვის პლატფორმა დაინტერესებულ მხარეებთან.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up