ირაკლი ლექვინაძე: ევროკავშირის როლი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განვითარებაში უმნიშვნელოვანესია

ირაკლი ლექვინაძე: ევროკავშირის როლი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განვითარებაში უმნიშვნელოვანესია

access_time2021-05-09 14:16:21

„9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს აღნიშნავენ, რომელიც 71 წლის წინ რობერ შუმანის ისტორიული დეკლარაციის აღსანიშნავად დაწესდა. დღეისათვის, ევროპის კავშირი 27 ქვეყანას აერთიანებს. ევროპის საბჭოში 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული და მათ შორის არის საქართველო. მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ევროპის მოქალაქეებს, ყველას ვინც ევროპის გულშემატკივარი და ევროპული ღირებულებების მატარებელია.

ევროკავშირის როლი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. 2014 წელს, ევროკავშირმა, მისმა წევრმა სახელმწიფოებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას (AA), რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის პოლიტიკის შექმნა, შესაბამისი ორგანოს სტატუსისა და როლის განსაზღვრა საქართველოში 1992 წლიდან იწყება, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად სწორედ 2014 წელს შეიქმნა.

2020 წელს, უწყების წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა - საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ჰქონოდა ეფექტური, DCFTA-ის მოთხოვნებთან შესაბამისი, სრულყოფილი კანონმდებლობა - წარმატებით განხორციელდა. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ამსახველი საუკეთესო მაგალითია. საკანონმდებლო ცვლილებები ჩასწორდა პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზებისა და ევროპელი ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე. მასში ასახულია ევროკავშირის კონკურენციის სამართალში არსებული ძირითადი პრინციპები.


განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოში კონკურენციის ხელშეწყობისათვის გაწეული საქმიანობისთვის ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მონაწილე ყველა წევრს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, სამეცნიერო წრის, მედიისა და ბიზნეს სექტორის, კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების და არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლებს - მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის. ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ. #ევროპისდღე 9 მაისი - ევროპის ქვეყნებს შორის მშვიდობის, ერთობისა და თანამშრომლობის დღეა,’’- საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.





მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up