ირაკლი ლექვინაძე - ექიმების მიერ დანიშნულების გამოწერისას მითითება ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხდება - არის შემთხვევები, როცა ერთი დანიშნულების სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკი ინიშნება

ირაკლი ლექვინაძე - ექიმების მიერ დანიშნულების გამოწერისას მითითება ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხდება - არის შემთხვევები, როცა ერთი დანიშნულების სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკი ინიშნება

access_time2022-01-18 14:20:00

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მისი უწყების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მედიკამენტის მოხმარება საკმაოდ მაღალია და ამას თავისი მიზეზები აქვს.


როგორც ლექვინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი მიზეზია ის, რომ ექიმების მიერ დანიშნულების გამოწერისას მითითება ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხდება, ხოლო მეორე მიზეზია ის, რომ ხდება მედიკამენტების ჭარბი მოხმარებაც.


ამასთან, ლექვინაძის განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც ერთი დანიშნულების სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკი ინიშნება.


კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა მთავრობის ინიციატივაზე თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხელმისაწვდომობა იაფფასიან, მაგრამ ხარისხიან მედიკამენტებზე უზრუნველყოფს უფრო მეტ კონკურენციას, უფრო მეტი კონკურენცია კი უზრუნველყოფს უკეთეს შეთავაზებებს მოქალაქეებისთვის.



„გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა ორი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ეხმიანებოდა პროცესს, რომელიც გულისხმობს საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის გაჯანსაღებას, მეტი კონკურენტუნარიანობის მიღწევას და მისი მიზანია მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირება. კონკურენციის სააგენტომ მოამზადა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში და დავალება იქნა გაცემული, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფარგლებში მომზადდება რეგულაციების პაკეტი. თუ რა უნდა იყოს ეს რეგულაციები, აღწერილია ჩვენი მონიტორინგის ანგარიშში. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში გაცემულია 13 რეკომენდაცია, რაც ჩვენი ხედვით, მიგვაჩნია, რომ ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ მოხდება ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობის ზრდა, უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მოქალაქეების მხრიდან მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირება. მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა არ იყო დაკავშირებული ჩვენი მონიტორინგის ანგარიშთან, მაგრამ ეს არის ასევე პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი და ის გულისხმობდა თურქული ბაზრიდან აღიარების რეჟიმის შემოტანას, რომლის მიხედვითაც დაშვებული ხდება პარალელური იმპორტი. თურქული ინდუსტრია გამოირჩევა ბაზარზე არსებული ხელმისაწვდომი ფასებით და ძალიან ბევრ შემთხვევაში ადამიანები თურქეთში მოიძიებენ მედიკამენტებს. საკმაოდ მნიშვნელოვანი ფასთა შორის სხვაობებია. გუშინ კომპანიების მხრიდანაც გაკეთდა საკმაოდ კარგი განცხადებები, რომ ისინი დაამუშავებენ იმპორტის მიმართულებებს და ძალიან მალე შედარებით იაფიანი, მაგრამ ხარისხიანი მედიკამენტები ქართულ ბაზარზეც იქნება ხელმისაწვდომი. კონკურენციის სააგენტო თურქეთის ბაზრის გახსნას, ძალიან მნიშვნელოვნად ვაფასებთ იმიტომ, რომ ხელმისაწვდომობა იაფფასიან, მაგრამ ხარისხიან მედიკამენტებზე უზრუნველყოფს უფრო მეტ კონკურენციას, უფრო მეტი კონკურენცია კი უზრუნველყოფს უკეთეს შეთავაზებებს მოქალაქეებისთვის. ასევე მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ GMP სტანდარტი იქნება შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც მთავარი იქნება თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ნაწილში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იაფიანი მედიკამენტი საქართველოში არ უნდა ნიშნავდეს უხარისხო მედიკამენტს“, - განაცხადა ლექვინაძემ.


მისივე ინფორმაციით, ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი კონკურენციის სააგენტომ 2019 წელს დაიწყო და 2016-2020 წლის პერიოდი შეაფასეს.


როგორც ლექვინაძემ განმარტა, შეფასდა ბაზარზე არსებული ფარმაცევტული კომპანიების მდგომარეობა და მათი პოზიციონირება როგორც ექსპორტის, ასევე საცალო გაყიდვების ნაწილში.


„შევარჩიეთ 6 ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტი სპეციალისტებთან ერთად, რომელიც საქართველოში გამოიყენება ყველაზე მეტად. ასევე, შევაფასეთ კანონმდებლობა, რამდენად არის ის თანხვედრაში კონკურენციის პრინციპებთან. რამდენიმე მნიშვნელოვან დასკვნამდე მივედით - ერთ სულ მოსახლეზე მედიკამენტის მოხმარება საკმაოდ მაღალია და ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველი- დანიშნულების გამოწერისას მითითება ხდება ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, რაც აძვირებს მედიკამენტების მოხმარებას და მეორე - ხდება მედიკამენტების ჭარბი მოხმარებაც. არის შემთხვევები, როდესაც ერთი დანიშნულების სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკი ინიშნება და ამ კვლევის პროცესში მაგალითებიც გვქონდა. ციფრებს რომ შევხედოთ ბოლო 4 წელიწადში, საქართველოში მედიკამენტების 90%-ის იმპორტირება ხდება, ხოლო ადგილობრივი წარმოება 9-10%-ის ფარგლებშია, თუმცა, ნედლეული იქაც იმპორტირებულია. ბოლო 4 წელიწადში იმპორტის ღირებულება საქართველოში გაზრდილია ლარში 40%-ით, ხოლო დოლარში დაახლოებით 7%-ით. 33%-იანი სხვაობა გამოწვეულია კურსთაშორის სხვაობით და სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯებით. თუმცა, დოლარშიც რომ შევხედოთ, მედიკამენტების იმპორტი გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში მედიკამენტების მოხმარება საქართველოში მზარდი იყო“, - განაცხადა ლექვინაძემ.


ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up