ირაკლი ლექვინაძე: დღეს ბიზნეს გარემოს გამოწვევაა რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების მოსალოდნელი შემცირება და ლარის კურსი

ირაკლი ლექვინაძე: დღეს ბიზნეს გარემოს გამოწვევაა რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების მოსალოდნელი შემცირება და ლარის კურსი

access_time2019-07-08 17:50:56

დღეს ბიზნეს გარემოს გამოწვევაა რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების მოსალოდნელი შემცირება და ლარის კურსი - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.



ირაკლი ლექვინაძის თქმით, შეხვედრაზე ბიზნესის მხრიდან დასმული საკითხების წრე საკმაოდ მრავალფეროვანი იყო.


„მთავრობასა და ბიზნესს შორის სამუშაო საკითხებს შორის რჩება რძის პროდუქტის დღგ-სგან განთავისუფლების საკითხი, რომელსაც აქვს მთავრობის მხარდაჭერა და ცვლილება პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში მუშავდება. დაისვა საკითხები თხევადი გაზისა და დიზელის საგადასახადო ადმინსიტრირების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აქტუალურია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც გარკვეულწილად არბილებს ახალი რეგულაციების გავლენას თამბაქოს ინდუსტრიაზე. ამასთან, საბანკო რეგულაციების შემსუბუქება დეველოპერული ბიზნესისთვის და ზოგადად, არსებული და დაგეგმილი რეგულაციების გავლენების ანალიზი და ამ მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტური კომუნიკაცია ბიზნესთან. ბიზნეს გარემოს მიმართულებით გამოწვევებს შორისაა ლარის კურსი და რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების მოსალოდნელი შემცირება - რუსეთიდან ტურისტების შემცირებისა და ამავე ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტზე არსებული და მოსალოდნელი შეფერხებები.“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.



ბიზნესომბუდსმენმა გამოყო ის საკითხები, რომელებიც წინა მსგავსი ტიპის შეხვედრაზე დაისვა და ამ დროისთვის შედეგი უკვე დადგა.




„მსგავსი ტიპის წინა შეხვედრაზე ბიზნესის მხრიდან დასმულ რიგ საკითხებზე დღეს უკვე გვაქვს შედეგი, მათ შორისაა ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ სრულად გაიზიარა და შედეგად ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებები არცერთ ეტაპზე არ მოხვდება დღგ-ს დაბეგვრის არეალში. ამას გარდა, ბიზნესის მოთხოვნის შესაბამისად კერძო სექტორსა და ადგილობრივ მთავრობებს შორის კომუნიკაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად გაიმართა სამი რეგიონული ფორუმი“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.



შეხვედრაზე ბიზნესმა კიდევ ერთხელ დასვა ე.წ „ოქროს სიის“ წესის გაუქმების გადავადების საკითხი და ბიზნესისთვის აღნიშნული შეღავათის მნიშვნელობაზე გაამხვილა ყურადღება, თუმცა ირაკლი ლექვინაძის განცხადებით ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა რჩება საკუთარ პოზიციაზე და ბიზნესომბუდსმენის აპარატს „ოქროს სიის“ საქმეზე შედეგი არ აქვს.







“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2...

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები
access_time2020-01-20 11:30:36
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები. ამის შესახებ დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფონდს დღეს უკვე სხვა გამოწვევები და ამოცანები აქვს, ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმა სწრაფად განხორციელდეს. ამასთან, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა...

სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს

 სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს
access_time2020-01-20 12:30:24
მას შემდეგ, რაც სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლდა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ზარალი ამ მიმართულებით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, კომპანიის ზარალმა 2019 წლის 9 თვეში,  სვანეთისთვის მიწოდებული და გადაუხდელი ელექტროენერგიის ნაწილში, 7 მლნ. ლარი შეადგინა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას  რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული...

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...


მსგავსი სიახლეები

up