ირაკლი ლექვინაძე: დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან  სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურება

ირაკლი ლექვინაძე: დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურება

access_time2019-04-15 11:45:53

ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა და 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარტში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ახალ კრიტიკულ საკითხებზე ისაუბრა.


„დაუშვებელია მუნიციპალიტეტების და სხვადასხვა აღმასრულებელი უწყებების მხრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურება. მსგავი შინაარსის არაერთი მეწარმის საქმეზე მუშაობს ბიზნესომბუდსმენის აპარატი. მიგვაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების დროული და ეფექტური აღსრულება წარმოადგენს ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს განვითარების აუცილებელ წინაპირობას, რომელიც ამავდროულად ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ნდობის ამაღლებას აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ.“-აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.


ირაკლი ლექვინაძის თქმით ასევე არის შემთხვევები, როდესაც ადმინსტრაციული ორგანოების მხრიდან საერთო სასამართლოების მიერ 1 სუბიექტთან მიმართებაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პრაქტიკაში გავრცელება არ ხდება.


„მიგვაჩნია, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირდაპირ უგულებელყოფს სასამართლოს მიდგომას და პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით, რაც საგადასახადო ორგანოებისთვის იმთავითვე უპერსპექტივოს ხდის ამ საკითხზე დავის წარმოებას სასამართლოში და იწვევს მეწარმე სუბიექტების დროისა და ფულადი რესურსების დაუსაბუთებელ ხარჯვას.“- ამბობს ირალკი ლექვინაძე.



„კომერსანტი“ 





სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up