ირაკლი ლექვინაძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყველა მხარის უფლება სამართლიანი  კონკურენციის პირობების ფორმატში იყოს მკაცრად დაცული

ირაკლი ლექვინაძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყველა მხარის უფლება სამართლიანი კონკურენციის პირობების ფორმატში იყოს მკაცრად დაცული

access_time2020-02-11 12:42:25

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციის თემატიკით დაინტერესებული საკონსულტაციო კომპანიების, სამეცნიერო წრის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს.



„2014 წელს საქართველოს პარლამენტმა „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებების დამტკიცებით შექმნა და საფუძველი ჩაუყარა უწყებას, რომელიც ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს. სწორედ 6 წლის წინ, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერითა და რეფორმების ეფექტიანად გატარების გზით იწყება ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრირების პროცესი. ახლახანს გამოქვეყნდა - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიში, სადაც საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმატებით განხორციელებულ აქტივობებზე ვრცლად არის საუბარი. ასოცირების შეთანხმების, ისევე როგორც DCFTA-ის კონკურენციის ერთ-ერთ თავში ყურადღება კონკურენციის სამართლის ეფექტიანი აღსრულების მნიშვნელობაზე მახვილდება. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქმედო გეგმის მიხედვით, ამ წლების განმავლობაში, კონკურენციის სააგენტოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულყოფილად იქნა შესრულებული.


კონკურენცია არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის და ჩვენ ამისათვის, არსებული რესურსის გამოყენებით, გავაკეთებთ მაქსიმუმს. ჩვენი დღევანდელი სამუშაო შეხვედრაც არის წინაპირობა და საშუალება იმისა, რომ სამომავლოდ სააგენტოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება დაცული იყოს სავარაუდო რისკებისგან. ჩვენი მთავარი ამოცანაა ყველა მხარის უფლება - სამართლიანი კონკურენციის პირობების ფორმატში იყოს მკაცრად დაცული, გარანტირებული და სააგენტოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მიღებული გადაწყვეტილებები თითოეულმა მომხმარებელმა საკუთარ კეთილდღეობაზე იგრძნოს.


საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიზანი და ამოცანა არ არის ვინმეს დასჯა. პირიქით, ჩვენი მიზანია კონკურენციის ხელშწყობა, დაცვა და ამ მიზნით: შესაბამის ბაზრებზე, ეკონომიკური აგენტებისათვის თავისუფალი დაშვების შესაძლებლობის შექმნა; სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა; საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა და ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმების, ქმედების გამოვლენა და აღკვეთა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე და დამსწრე საზოგადოებას 2020 წლის სამოქმედი გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.


შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა, სადაც განხილულ იქნა ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პრაქტიკული მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები და სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up