ირაკლი ლექვინაძე -  რეგიონებში ბიზნესს სჭირდება მოქნილი ბიუროკრატია და სწრაფი გადაწყვეტილებები

ირაკლი ლექვინაძე - რეგიონებში ბიზნესს სჭირდება მოქნილი ბიუროკრატია და სწრაფი გადაწყვეტილებები

access_time2019-05-21 18:37:09

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის მეოთხე ფორუმის, რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტის ფარგლებში, პანელი „რეგიონებში ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები“ გახსნა.


ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატში შესული განცხადებების ანალიზის საფუძველზე ადგილობრივ თვითმმართველობებში ბიზნესისთვის პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა და დელეგატებს მხარდაჭერის მექანიზმებზე მიაწოდა ინფორმაცია, რითიც საჭიროების შემთხვევაში, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კერძო სექტორსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს თანამშრომლობაში დაეხმარება.


„ბიზნესომბუდსმენის აპარატი რეგულარულად მართავს შეხვედრებს რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესთან და ჩვენთვის ცნობილია ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებაში კერძო სექტორს აწუხებს. ბიზნესს რეგიონებში სჭირდება მოქნილი ბიუროკრატია და სწრაფი გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, რეგიონებში ბიზნესგარემოსთან მიმართებაში კრიტიკული საკითხია დაგვიანებული, ბუნდოვანი ან პასუხგაუცემელი წერილები. ჩვენი აპარატი მზად არის, ხელი შეუწყოს ბიზნესსა და თვითმმართველ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.



პანელზე მოხსენებები გააკეთეს და დელეგატებს სიტყვით მიმართეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ ნანუაშვილმა და საქართველოში ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, მაიკლ ქოგელმა.


სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი 2018 წელს დაარსდა, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის პლატფორმა თვითმმართველობის განვითარებასთან და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ფორუმი საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, 9 რეგიონის გუბერნატორსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.






მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up