ირაკლი ლექვინაძე -  დღეს  ბიზნესგარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია

ირაკლი ლექვინაძე - დღეს ბიზნესგარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია

access_time2019-07-17 12:08:48

საქართველოში დღეს ბიზნესგარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ მედიასთან ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის ექვსი თვის საქმიანობის სტატისტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების შესაძლო შემცირებაზე და განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია.

 

„საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამ და ტურისტული ნაკადების მკვეთრმა შემცირებამ შესაბამისი ასახვა უკვე მოახდინა ტურისტულ ინდუსტრიაზე და მასთან დაკავშირებულ დარგებზე. არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია, რის შესაძლებლობასაც დღეს მოქმედი საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები იძლევა“, – ამბობს ლექვინაძე.

 


ბიზნესომბუდსმენის თქმით, შექმნილმა მოლოდინებმა გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის კურსის ახალი წონასწორობის წერტილის ფორმირებაზე.

 

„აღნიშნული ფაქტორების გავლენით დღევანდელი ბიზნესგარემოსთვის გამოწვევად რჩება კურსის მერყეობა, რადგან გავლენა მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობაზე, კურსთაშორის სხვაობების დანაკარგები ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესის ზეწოლის ნეიტრალიზაცია და ეროვნული ბანკის მხრიდან მაქსიმალური კოორდინაცია და კომუნიკაცია ბიზნესთან, რადგან ნეგატიური მოლოდინების წილი ვალუტის კურსის ფორმირების პროცესში მინიმალური იყოს“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

 

ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, აქტუალურ საკითხებად რჩება თამბაქოს ინდუსტრიაზე თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციების გავლენასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, საბანკო რეგულაციების გავლენა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორზე.

 

გარდა ამისა, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მუშაობს რძის ნაწარმის დღგ-ისგან გათავისუფლების შესახებ. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილია ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომლითაც ბიზნესომბუდსმენის ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებას, რათა სესხის გამცემ სუბიექტებს მიეცეთ შესაძლებლობა, დაიბრუნონ 2019 წლამდე ე.წ. ესტონური მოდელის ნორმების შესაბამისად გადახდილი მოგების გადასახადი.





რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up