ირაკლი ლექვინაძე: „ბიზნესდავების განხილვის ვადები და პრაქტიკა ბიზნესს ყველაზე მეტად აწუხებს“

ირაკლი ლექვინაძე: „ბიზნესდავების განხილვის ვადები და პრაქტიკა ბიზნესს ყველაზე მეტად აწუხებს“

access_time2018-02-02 12:41:15

„ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ რა წუხილები არსებობს ბიზნესში“, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო პოზიტიურია, თუმცა რჩება პრობლემები, რაც ბიზნესს აწუხებს, მათ შორის სასამართლო დავების მიმართულებით.


„ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო პოზიტიურია. ამას ადასტურებს, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, ასევე საერთაშორისო შეფასებები. თუმცა ბიზნესის წარმოებისას შესაძლებელია იყოს ძალიან ბევრი ტექნიკური თემატური საკითხები, რომელიც შესაძლოა მეტ მხარდაჭერას საჭიროებდეს. ამ ეტაპზე ჩვენთან შემოსული განაცხადების საფუძველზე რამდენიმე თემატიკას გამოვკვეთავთ. მაგალითად, არის სასამართლოსთან დაკავშირებული თემები: პირველი ის ვადებია, რომელიც სასამართლოში ბიზნესდავების განხილვას უკავშირდება. ეს ბიზნესისთვის წუხილია. მეორე, ბიზნესდავების განხილვის პრაქტიკაა. ძალიან ბევრი სპეციფიკური საკითხია, რომელსაც შესაბამისი კომპეტენციები სჭირდება. ჩვენ ამ მიმართულებებით ბიზნესთან კომუნიკაციები გვექნება“, - აღნიშნა ლექვინაძემ.


მისივე თქმით, სექტორთან მსგავსი ფორმატის შეხვედრა არის პირველი და სამომავლოდაც გაგრძელდება.


„ეს პირველი შეხვედრაა, სადაც წარმოდგენილნი არიან, როგორც სექტორული, ასევე რეგიონული ბიზნესასოციაციები, ასევე მისი წევრი კომპანიები. ეს შეხვედრები აუცილებლად გაგრძელდება მსხვილ ბიზნეს გაერთიანებებთანაც. მომდევნო კვირაში საკონსულტაციო და იურიდიულ კომპანიებს შევხვდებით, რომლებიც ბიზნესთან აქტიურად მუშაობენ და მათ ბიზნესის პრობლემატიკა კარგად იციან. ასევე ბიზნეში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდებით. შეხვედრების ფარგლებში ყველა საკითხის პრიორიტეტიზაციას მოვახდენთ და ამ საკიხთების შესაბამის ადმინისტრაციულ უწყებებამდე მიტანა მოხდება, იქნება ეს სამინისტროები, თუ სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოები“, - განაცხადა ლექვინაძემ.


ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ბიზნესსექტორთან პირველ შეხვედრას მართავს. შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზიებიც იმართება.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე






გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს
access_time2020-02-23 18:00:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ...

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...


მსგავსი სიახლეები

up