ირაკლი ლექვინაძე : ბინზესგარემოს მთავრი პრობლემა სასამართლო და ბიუროკრატიაა

ირაკლი ლექვინაძე : ბინზესგარემოს მთავრი პრობლემა სასამართლო და ბიუროკრატიაა

access_time2018-09-26 12:00:03

„ბიზნესგარემოს მთავარ პრობლემად კვლავ სასამართლო და ბიუროკრატია რჩება, რომელიც საჯარო სექტორის შუა რგოლშია“.


ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „კომერსანტთან“ ქვეყნის განწყობის ინდექსის შემცირების ტენცენციებზე საუბრობს და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.


როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის წლის III კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუარესდა და 35.4 პუნქტამდე შემცირდა, რაც 4.2 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება წინა კვარტლის მაჩვენებელს (ბიზნესის განწყობის ინდექსს ISET-ი BIA-სთან და ICC Georgia-სთან ერთად ადგენს).


როგორც ლექვინაძე განმარტავს, ამ მაჩვენებლებს ჯერჯერობით ტენდენციური ხასიათი არ აქვს, რადგან წლის დასაწყისიდან პოზიტიური დინამიკით ხასიათდებოდა. პრობლემა იმ შემთხვევაში იჩენს თავს, თუ ინდექსი მომავალშიც გაუარესდება.


 

ირაკლი ლექვინაძე: „კვლევამ აჩვენა, რომ  ბიზნესის მოლოდინები მეოთხე კვარტლისათვის  გაუარესებულია წარმოების, მშენებლობისა და საფინანსო სექტორის მიმართულებით, ხოლო გაზრდილია მშენებლობის, სოფლის მეურნეობისა და სერვისის სექტორებშიიმ შემთხვევაში თუ ინდექსის გაუარესება მომავალშიც დაფიქსრიდა, ეს ნიშნავს რომ ფაქტორები ფუნდამენტიურია. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი კვარტლების  მაჩვენებლები.   მნიშვნელოვანია ასევეწინა საარჩევნო პერიოდის ფაქტორიც, რაც  უახლოესი პერიოდისთვის ბიზნეს მოლოდინებზე გავლენას ახდენს“.

 

რაც შეეხება ზოგადად ბიზნესგარემოს საქართველოში, ბიზნესომბუდსმენი ყურადღებას ისევ სასამართლოსა და ბიუოკრატიაზე ამახვილებს.


  კვლავ პრობლემად რჩება სასამართლო და ბიუროკრატია, რომელიც საჯარო სექტორის შუა რგოლშია. ჩვენი შეხვედრების დროს ( წელს იცით, რომ  გაზაფხულზე გვქონდა რეგიონული შეხვედრების პირველი ეტაპი), მეწარმეები პრობლემურ საკითხებად სწორედ შუა რგოლში ბიუროკრატიასა და გაჭიანურებულ სასამართლო პროცესებს ასახელებდნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული თემები განმსაზღვრელია მოლოდინების ფორმირებაში“,- განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.



სალომე ლემონჯავა





ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up