ირაკლი ლექვინაძე აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე: ცვლილებები გავლენას ახდენს რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის მედიაზეც

ირაკლი ლექვინაძე აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე: ცვლილებები გავლენას ახდენს რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის მედიაზეც

access_time2019-10-18 16:46:56

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად, გეგმავს პარლამენტში ხელახლა დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ინიციატივა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის მაქსიმალურ შეზღუდვას ისახავს მიზნად.


„უნდა გვესმოდეს, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის მაქსიმალური შეზღუდვა მნიშვნელოვნად ამცირებს სარეკლამო ბაზრის არეალს და გავლენას ახდენს არა მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირებზე, რეკლამის დამკვეთებზე, არამედ - რეკლამის მწარმოებელ და რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიაზე.“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დამოუკიდებელი დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ.


ამასთან ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია „რეკლამის შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონის პროექტებში ცვლილებების პაკეტი, რომელზეც კონსულტაციები დაწყებულია და ბიზნესთან, პარლამენტთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა.



„საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით საკანონდებლო ცვლილებები, რომელზეც შენიშვნები კერძო სექტორის ჩართულობით მოვამზადეთ. აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი შედარებით დაბალანსებულია და კერძო სექტორის რიგი კრიტიკული შენიშვნების ასახვის შემთხვევაში ოპტიმალურ სახეს მიიღებს. ჩვენი და ბიზნესის პოზიციაა, რომ კანონპროექტის მიზნების მისაღწევად უკვე დარეგისტრირებულ პაკეტზე მუშაობის გაგრძელება მეტად ეფექტიანი იქნება ვიდრე პარალელურად პარლამენტში უკვე ერთხელ ჩავარდნილი კანონპროექტის ხელახალი შემობრუნება“ - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.


შეგახსენებთ, რომ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხელ უკვე უარყოფილ იქნა 2019 წლის 5 აპრილს, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა 2019 წლის 19 ივნისს აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით განახლებული საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს.


„კომერსანტი“





18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო
access_time2020-09-18 15:00:11
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი  დელეგაციასთან ერთად წინანდლის მამულში გამართულ კონცერტს დაესწრნენ.  სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების წარმოამდგენლები,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი. წინანდლის ფესტივალის პირველ...

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - მისი ინტერესია რომ ქვეყანაში ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოვიდეს

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - მისი ინტერესია რომ ქვეყანაში ქვეყანაში ინვესტიცია არ  შემოვიდეს
access_time2020-09-18 15:48:14
„ბიძინა ივანიშვილის ინტერესი არის რომ ქვეყანაში ინვესტიცია არ  შემოვიდეს, მას  საქართველო წარმოუდგენია, როგორც  თავისი დენდროლოგიური პარკი, თავისი ზოოპარკი უნდა ჰყავდეს და სხვამ არ უნდა გაბედოს ბიზნესის კეთება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში განაცხადა სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.  ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა, უმუშევრობა, ფასების ზრდა...

თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - თურნავა ოპოზიციას

თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - თურნავა ოპოზიციას
access_time2020-09-18 15:16:52
„წინა ხელისუფლების დროსაც ვმუშაობდი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და დავინახე წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ იმ არაეფექტურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც  ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წინა მმართველობის დროს გაატარა. „წინა ხელისუფლების დროს...


მსგავსი სიახლეები

up