ირაკლი ლექვინაძე – ახალი საკანონმდებლო ცვლილებები კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებას უფრო ეფექტურს გახდის

ირაკლი ლექვინაძე – ახალი საკანონმდებლო ცვლილებები კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებას უფრო ეფექტურს გახდის

access_time2020-07-14 15:00:46

საქართველოს პარლამენტმა ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ კანონპროექტი კი მესამე მოსმენით მიიღო.

 

 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით კონკურენციის კანონში ცვლილებები რეალურად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს უწყების წინაშე დგას და ხელს შეუწყობს კონკურენციის პოლიტიკის ეფექტურ აღსრულებას. მისი თქმით, ცვლილებები საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება და ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტის მხარდაჭერით არის მომზადებული.

 

 

„ცვლილებების თანახმად, განისაზღვრება - სააგენტოს უფლებამოსილებები და პროცედურული საკითხები, სხვა რეგულირებად სექტორებში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პოლიტიკა. დაგეგმილი კონცენტრაციების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები. ეკონომიკური აგენტები ვალდებულნი იქნებიან - საქმისთვის არსებითი ინფორმაცია სააგენტოს მიაწოდონ არა მხოლოდ მოკვლევის, არამედ დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ და მონიტორინგის დროს - რაც სრულყოფილი წარმოების ჩატარებას შეუწყობს ხელს. იზრდება მოკვლევის და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის ვადები, იხვეწება ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების მექანიზმები. რეგულირდება ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების და სააგენტოს მართვის ორგანოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები. სააგენტო ყალიბდება კოლეგიალური მართვის ორგანოდ და იცვლება მართვის სტრუქტურა“.

 


 

ლექვინაძის თქმით, გარდა ამისა საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესშია კიდევ 3 კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კონკურენციის სააგენტოს როლი მნიშვნელოვნად იზრდება, რა დროსაც უწყების ახალი ფუნქციებით აღჭურვა ხდება:

 

 

„საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით მიღებული იქნა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებისა და ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან დამცავი ინსტრუმენტის შემოღებას. პროექტი მომზადებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, რომელიც დაიცავს ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული ზიანისაგან, ცვლილებების მიხედვით დადგენილია ცხადი და გამჭირვალე კრიტერიუმები თუ რა შემთხვევაში დაიწყებს კონკურენციის სააგენტო დემპინის საკითხთან დაკავშირებით შესაწავლას და წარუდგენს საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას შემდეგი მოქმედებების განსახორციელებლად“,  - განმარტავს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე.

 

 

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატი კონკურენციის სააგენტოს უერთდება.

 

„კანონპროექტი ორ ძირითადი მიზანს ემსახურება : 1. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და 2.სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში დავების განხილვის წესის გაუმჯობესება/დახვეწას. კანონის რეგულირების საგანს წარმოადგენს საბჭოში გასაჩივრების მექანიზმი, განხილვის წესი და განმხილველი ორგანოს სამართლებრივი საფუძვლები. მიღებული ცვლილებების მიხედვით, ყალიბდება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი დავების განმხილველი საბჭო. ასევე, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, რომელიც ევროდირექტივების სრული გათვალისწინებით  არის მომზადებული და ემსახურება მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას. მიღებული ცვლილებების მიხედვით, მოვაჭრეს ეკისრება ვალდებულება მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. მიღებული კანონი დაიცავს მომხმარებელს უსამართლო კომერციული შეთავაზებისგან, აგრესიული მარკეტინგისგან, შეცდომაში შემყვანი რეკლამისგან”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ კომერსანტთან საუბრისას.





29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up