ირაკლი ლექვინაძე: ანტიდემპინგური კანონის გარშემო მოლოდინები გადაჭარბებულია

ირაკლი ლექვინაძე: ანტიდემპინგური კანონის გარშემო მოლოდინები გადაჭარბებულია

access_time2019-10-30 11:50:55

„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონის გარშემო, როგორც ადგილობრივი მწარმოებლების ისე - იმპორტიორების, მოლოდინები გადაჭარბებულია, - ასე ეხმაურება საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაინიცირებულ „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს.


ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, კანონის ინიცირებული ვერსია დაბალანსებულია და დემპინგზე მოკვლევის დაწყება შესაძლებელია - თუ საკითხს სვამს ინდუსტრიის მოთამაშეთა უმრავლესობა - 50%-ზე მეტი და მათი წილი ბაზარზე 25%-ს აღემატება.


„ადგილობრივ მწარმოებლებს გონიათ, რომ კანონის მიღებისთანავე, მეორე დღიდან შესაძლებელი იქნება ბაზარზე ანტი დემპინგური მოქმედებების განხცორცილება და მეორეს მხრივ იმპორტიორები შიშობენ, რომ ეს კანონი შეიძლება იქცეს მათი არასამართლიანი შეზღუდვის საფუძვლად. ვფიქრობ, კანონის ინიცირებული ვერსია დაბალანსებულია და მასში პრინციპში არის წარმოდგენილი დაზღვევის მექანიზმები და პრინციპები თუ რა შემთხვევაში შეიძლება იქნას მოკვლევა დაწყებული, შესაბამისად კანონთან მიმართებაში მსგავსი მოლოდინების შექმნა გადაჭარბებულია.“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძე.


ირაკლი ლექვინაძის თქმითვე, თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი ბიზნესის, ისე იმპორტიორი კომპანიებისთვის სამართლიანი თამაშის წესების დაცვა.



„ამ კანონპროექტის ირგვლივ ჩვენთვის ორივე მხარეს ბიზნესი დგას. ისინი ვინც ამ კანონის მიღებით ისარგებლებს, ან ვინც შეიზღუდება. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი ბიზნესის, ისე იმპორტიორი კომპანიებისთვის სამართლიანი თამაშის წესების დაცვა. მიგვაჩნია, რომ ყველა სფეროში საჭიროა სამართლიანი კონკურენციის პირობების შექმნა, რომ ბაზრის ყველა მოთამაშეს ჰქონდეს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ ბიზნეს გარემოში მუშაობის შესაძლებლობა. კლასიკური გაგებით დემპინგი არის, როდესაც პროდუქცია იყიდება თვითღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად ბაზრის წილის დაკავების მიზნით, ჩვენთან ხშირად ისმის დემპინგის პრობლემა მაშინ, როდესაც სხვადასხვა კომპანიები კონკურენტუნარიანობის ან სხვა გარე ფაქტორების ხარჯზე ახერხებენ საფასო უპირატესობის მოპოვებას და ეს არ არის კლასიკური დემპინგი “ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


„კომერსანტი“




ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...


მსგავსი სიახლეები

up