ირაკლი ლექვინაძე : “აღნიშნული საკითხის მოგვარება ძალიან ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას გახდნენ ეკონომიკურად უფრო აქტიურები“

ირაკლი ლექვინაძე : “აღნიშნული საკითხის მოგვარება ძალიან ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას გახდნენ ეკონომიკურად უფრო აქტიურები“

access_time2018-11-19 15:24:08

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივას აფასებს: 


"გადაწყვეტილება რომელიც გულისხმობს ,,შავ სიაში’’ მყოფი ადამიანებისთვის სასესხო ვალდებულებების დაფარვას ძალიან მასშტაბურია და მნიშვნელოვანია რომ ის ტვირთად არ აწვება ბიზნესს და სახელმწიფო ბიუჯეტს.


- დავალიანების პორტფელს საფინანსო ორგანიზაციებისგან გამოისყიდის და გადაიხდის ფონდი „ქართუ“ და ეს არის მნიშვნელოვანი საქველმოქმედო აქტივობა, რომელიც პასუხობს „შავ სიაში“ მყოფი ადმიანების ჭარბვალიანობის პრობლემას.


- ქვეყანის მაკროეკონომიკაში რეალურად დგას ჭარბვალიანობის საკითხი, ამ პრობლემის მოგვარებაზე ჩვენი საერთაშორისო პატრნიორებიც მიგვითითებდნენ.


- აღნიშნული საკითხის მოგვარება ძალიან ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას გახდნენ ეკონომიკურად უფრო აქტიურები."

წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ლექვინაძე






7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2020-04-07 19:00:39
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...

„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...


მსგავსი სიახლეები

up