ირაკლი ლექვინაძე: „ბიუროკრატიულ სირთულეებთან ერთად დღეს ბიზნესისთვის სერიოზული პრობლემა არსებული რეგულაციებია“

ირაკლი ლექვინაძე: „ბიუროკრატიულ სირთულეებთან ერთად დღეს ბიზნესისთვის სერიოზული პრობლემა არსებული რეგულაციებია“

access_time2019-04-11 17:00:47

„ბიუროკრატიულ სირთულეებთან, ერთად დღეს ბიზნესისთვის სერიოზული პრობლემაა არსებული რეგულაციებია, რომელთა მიზნები კარგია, მაგრამ აღსრულების ნაწილი ბიზნესისთვის საკმაოდ ძვირი ტვირთი აღმოჩნდა. მაგალითად, საპენსიო რეფორმა, საბანკო რეგულაციები, უკვე არის სიგნალები სამშენებლო კომპანიებისგან და ტექნიკის მაღაზიებისგან, პრობლემებს ვხედავთ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონშიც, სადაც ბევრი ვალდებულებაა გაწერილი. ვფიქრობთ,  ამის საჭიროება არ არსებობს,“ - განაცხადა რადიო კომერსანტში ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ. 


მისი თქმით, რეგულაციები უნდა იყოს ბიზნესის შესაძლებლობების პროპორციული.


„ჩვენ გვჭირდება მოქნილი სასამართლო, საჭიროა მედიატორების, არბიტრაჟის გაძლიერება. დადებითია ის,რომ გვაქვს დაბალი გადასახადები, ჩვენ ვართ რეგიონში პირველი ქვეყანა,რომელსაც ამდენი სავაჭრო ხელშეკრულება აქვს დადებული, გვაქვს იაფი ენერგია, იაფი მუშახელი, თუმცა გვაქვს კვალიფიკაციის პრობლემები. პრობლემას წარმოადგენს ასევე პოლიტიკური რისკებიც.„


ირაკლი ლექვინაძის განცხადებით,  2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა, ამიტომ საჭიროა მეტი პრობიზნესური გადაწყვეტილება და კანონმდებლობის მეტი სტაბილურობა.



„მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს შეფასება იმ რეგულაციებისა, რომლებიც ტარდება. აუცილებელია გავიაზროთ სარგებელი და დანაკარგი ამ რეგულაციების. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიან პერიოდში სტაბილური კანონმდებლობა. მესმის, რომ ბევრი რეგლამენტი შემოდის ევროკავშირიდან, ამიტომ საჭიროა რუკის გაკეთება და რეგულაციების გადანაწილება.


შემოსავლების სამსახური დღესდღეობით, ბევრად უფრო მეგობრულია ბიზნესთან, ვიდრე გასულ წლებში. ვფიქრობ, ეს რიგი ტექნიკური და სერვისული პროცესების გაუმჯობესების შედეგია. კომუნიკაციას ყოველთვის აქვს შედეგი და სარგებელი. ვეცდებით, რომ ჩვენც ამ მიმართულებით გავაძლიეროთ ჩვენი ინსტიტუტი,“-ამბობს ირაკლი ლექვინაძე.



კომერსანტი






უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის
access_time2019-04-22 20:00:50
მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი. მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს. უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც...

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება
access_time2019-04-22 19:00:41
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ირანული ნავთობის იმპორტიორ  5 ქვეყანას აღარ ექნება შეღავათები, თუ ისინი ირანული ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ....

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი  საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს
access_time2019-04-22 18:00:34
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების...

დაივიწყეთ - MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ -  MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
access_time2019-04-22 16:30:47
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს. Concept D-ს ტექნიკა შექმნილია...

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“
access_time2019-04-22 13:55:58
ჩვენ ხეობაში შევედით მხოლოდ საპატრულო პოლიციის სამი მანქანით და რომ არა დამატებითი პოლიციის ნაწილები, რომლებმაც წკიპზე მოუსწრეს, დამერწმუნეთ, გაცილებით ცუდი შედეგებით დასრულდება პროცესი, – ამის შესახებ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.მისივე განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების დღიდან მოსახლეობა ინფორმირებული იყო და როგორც იორდანიშვილი ამბობს, არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. „მაშინ,...


მსგავსი სიახლეები

up