ირაკლი კოვზანაძე:„მთავრობას და ეროვნულ ბანკს მომავალ წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდისთვის, რიგი სამუშაოების გატარება მოუწევს“

ირაკლი კოვზანაძე:„მთავრობას და ეროვნულ ბანკს მომავალ წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდისთვის, რიგი სამუშაოების გატარება მოუწევს“

access_time2019-11-04 13:10:06

„ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი წინაპირობა არის ის,რომ ექსპორტი გაზრდილია. გვიმცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ეს კი ერთ-ერთი მდგენელია იმისა,რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნებული იყოს ქვეყანაში,“-განაცხადა რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძემ. გადაცემაში საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში არსებული რეფორმები მიმოიხილეს.


„ეროვნულმა ბანკმა მონეტარული საპროცენტო განაკვეთი მესამეჯერ ასწია. დიდი ხანია არ მახსოვს შემთხვევა, მარეგულირებელს ასეთი ზრდა განეხორციელებინოს. ეს გამოწვეულია მაღალი ინფლაციის მაჩვენებლით. ცენტრალური ბანკი ფიქრობს,რომ საჭიროა ინფლაციის დათრგუნვა, მეც აუცილებლად მიმაჩნია იგივე და ვფიქრობ,რომ დაგვიანებულიც კი არის. ინსტრუმენტები,რომლებიც ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა, მომავალში მშპ-ს ზრდასა და ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე გავლენას მოახდენს. როგორც მთავრობას, ისე ცენტრალურ ბანკსაც მოუწევს მთელი რიგი სამუშაოების გატარება,რომ მომავალ წელს ჩვენ რეალურად 5%-იანი ზრდა გვქონდეს.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის არსებობა საქართველოში სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე მიმაჩნია სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ფუნდამენტად. სავალუტო ფონდი ჩვენს კომიტეტთან მუშაობს, განვიხილავთ მაკროეკონომიკურ საკითხებს, ინდიკატორებს, ცვლილებებს კანონში, საბიუჯეტეო პროცესებს. ფონდმა მნიშვნელოვანი მიმოხილვა გამოაქვეყნა. ეს გრძელი, საკმაოდ სქელტანიანი მიმოხილვაა. საუბარია, იმ მნიშვნელოვნ რეფორმებზე,რომლებიც საქართველოში განხორციელდა. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის,რომ გვაქვს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, ეს რეფორმა ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადობის უმნიშვნელოვანი გარანტია“-აცხადებს კოვზანაძე. 


მეორე რეფორმა,რომელზეც არის საუბარე , ე.წ „მოგების გადავადებული გადასახადი“ - ესტონულ მოდელი.კოვზანაძის განმარტებით,  სავალუტო ფონდი უსვამს ხაზს,რომ საფინანსო სექტორში წარმატებული ქვეყანა ვართ. „ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს პარტნიორებს და გავაკეთეთ კვლევა,რომელმაც საკმაოდ საინტერესო შედეგები მოგვცა. კვლევამ წარმოადგინა შუალედური შედეგები. თუმცა ესტონური მოდელის რეფორმის შესაფასებლად, 7-8 წელი გვჭირდება. მაგრამ პირველი ყლორტები 2017 წელს უკვე გვქონდა, შიდა ინვესტიციები 2016 წელთან შედარებით ორჯერ გაზრდილია, იყო 330 მლნ დოლარი და შემდგომ 650 მლნ დოლარი გახდა. კერძო სექტორში გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი, კომპანიებს მოგება გაეზარდათ. ცხადია მოგების გადასახადის შემოსავალი შემცირდა, მაგრამ ეს თანხა ისევ ბიზნესში დარჩა.




პარლამენტს აქვს 10 ვექტორი, თუ რა მიმართულებით ვახორციელებთ მუშაობას. ათი ვექტორიდან ორი განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის. პირველი ეხება ბიუჯეტს და მეორე -ბიზნესისთვის ხელის შეწყობას. ესტონური მოდელი ორივე მიმართულებას აერთიანებს. კვლევამ აჩვენა,რომ კომპანიებთან ჩაშლილი რეზულტატები არ გვაქვს, ამას თავისი დრო უნდა. სწორედ ამიტომ დავარქვით კვლევას შუალედური და წინასწარი. რეფორმა შეუფერხებლად და თანმიმდევრულად ხორციელდება. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, გვაქვს სურვილი ჩავატაროთ კვლევა, თუ როგორ ხორციელდება დეპოზიტების დაზღვევა ჩვენს ქვეყანაში,“- ამბობს ირაკლი კოვზანაძე.


ნათია კეკენაძე 





კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...

„სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“

 „სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“
access_time2019-12-15 12:00:58
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლემ, ხატია არდაზიშვილმა სახელმწიფო შესყიდვებზე, შესყიდვების პროცესში დისკვალიფიკაციასა და მის შედეგებზე ისაუბრა. „სახელმწიფო შესყიდვები ძალიან რთული და საინტერესო თემაა.შესყიდვა...

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა მთავრობის წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა  ყველა მთავრობის  წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“
access_time2019-12-15 10:00:50
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ქართულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და 2020 წლის პერსპექტივები ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გამყარებაზე დადებითი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. გიორგი ხიშტოვანი საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის გაზრდაზე საუბრობს და ამბობს,რომ ლარის გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან არ არის...


მსგავსი სიახლეები

up