ჩვენ ვერ დავეთანხმებით ეგრეთწოდებული SARAS-ის ანუ ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სტანდარტების სამსახურის გადატანას ფინანსთა სამინისტროდან ეროვნულ ბანკში”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
“ჩვენ ვერ დავეთანხმებით ეგრეთწოდებული SARAS-ის ანუ ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სტანდარტების სამსახურის გადატანას ფინანსთა სამინისტროდან ეროვნულ ბანკში.
ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ბევრ დებულებას. კომიტეტი ამაზე თანხმობას ვერ მისცემს. ეს არის ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. კონსულტაციები გვაქვს გავლილი ყველასთან, ვისთანაც უნდა გაგვევლო.
ამიტომ, ამ კანონპროექტიდან უნდა იქნეს ამოღებული ყველა ის მუხლი, რომელიც ეხება ამ საკითხს”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS) ქვეყანაში აუდიტორული ფირმებისა და აუდიტორების ზედამხედველი ორგანოა.
ბანკები და ფინანსები