ირაკლი კოვზანაძე: ყველა ვალდებულება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, შენარჩუნებულია 2021 წლის ბიუჯეტში

ირაკლი კოვზანაძე: ყველა ვალდებულება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, შენარჩუნებულია 2021 წლის ბიუჯეტში

access_time2020-10-05 18:10:00

„ხვალიდან პარლამენტში საბიუჯეტო პროცესს დავიწყებთ, დღეს მივიღეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსია, თითქმის 1200 გვერდზეა წარმოდგენილი და ითვალისწინებს ყველა ტიპის ხარჯებს“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.



მის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს დაიწყება საგარეო ვალების შემცირება და ეს პროცესი აღწერილია ამ ბიუჯეტში.



„რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა გათვალისწინებულია 5%-ის ფარგლებში. მას მერე რაც წლევანდელ წელს ჩვენ რეცესია გვაქვს, ინფლაცია არის 3%-ის ფარგლებში, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი არის 5,1% -ის ფარგლებში. ანუ დეფიციტი მცირდება - წლევანდელ ბიუჯეტში გვაქვს 8,5% , მომავალ წელს იქნება 5,1%. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ვალდებულება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, შენარჩუნებულია, მათ შორის პენსიებთან, მასწავლებლებთან, ჯარისკაცებთან, პოლიციელებთან დაკავშირებით, ასევე არის აღწერილი ამ ბიუჯეტში.



იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებებსაც დაჭირდებათ გარკვეული დაზუსტება, ვფიქრობ, ეს ბიუჯეტი განიცდის ცვლილებებს იმის გამო, რომ არ არის გათვალისწინებული გარკვეული ხარჯები ამ თვალსაზრისით. მთავრობას ექნება შესაძლებლობა, რომ ხარჯები დააზუსტოს და ნოემბრის დასაწყისში, შემოიტანოს ახალი ვერსია. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბიუჯეტის ამ ვერსიაში იზრდება საგადასახადო შემოსავლები. 2020 წელს საგადასახადო შემოსავლები 9 მილიარდი იყო გათვალისწინებული, ამ პირველად ვერსიაში 10,4 მილიარდია გათვალისწინებული. ასევე გათვალისწინებულია საგარეო დაფინანსება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.




მან ასევე განმარტა, რომ პროცესი დაიწყება დღეს ბიუროს სხდომაზე ბიუჯეტის რეგისტრაციით, რის შემდეგაც ყველა კომიტეტს, ფრაქციას, უმრავლესობას, ოპოზიციას შესაძლებლობა ექნებათ განიხილოს დოკუმენტი.



შემაჯამებელი სხდომა გაიმართება 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში და ამის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით და რეკომენდაციებით გადაეგზავნება მთავრობას, რომელიც გადამუშავებულ ვერსიას ნოემბრის დასაწყისში დაუბრუნებს პარლამენტს.



საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად შედის. დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც კანონმდებლები კომიტეტებსა და ფრაქციებში პროექტის განხილვის გრაფიკზე იმსჯელებენ.




imedinews.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up