ირაკლი კოვზანაძე ვენაში მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონალური ეკონომიკის განვითარების სემინარზე სიტყვით გამოვიდა

ირაკლი კოვზანაძე ვენაში მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონალური ეკონომიკის განვითარების სემინარზე სიტყვით გამოვიდა

access_time2017-11-14 12:50:17

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონალური ეკონომიკის განვითარების სემინარზე სიტყვით გამოვიდა.


შეხვედრაზე, რომელსაც ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პარლამენტარები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა ცენტრალური ბანკების მიერ განსახორციელებელ მაკროეკონომიკურ, მონეტარულ და ფინანსური სტაბილურობის საკითხებზე, კერძოდ კი სიტყვით გამოსვლისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აქცენტი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის 2017 და 2018 წლების ეკონომიკური ზრდის, საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნ ქციების გაძლიერებასა და დამოუკიდებლობის საკონსტიტუციო დონის გარანტიებზე, საბანკო ზედამხედველობაზე, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების ზედამხედველობის და მათი რეგულირების წესებზე; საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებაზე, ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და საბანკო სფეროსთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებზე.



მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონალური ეკონომიკის სემინარი ვენაში 13-15 ნოემბერს იმართება.






ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up