ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე

access_time2019-02-21 18:55:45

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კონფლიქტი ამოწურულია, „თიბისი ბანკმა“ უნდა გადაიხადოს ჯარიმა და ეს თემა არის დახურული. როგორც კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე.


„საქართველოს ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა. მისი დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით და ჩვენ, განსაკუთრებით პარლამენტი, ამ დამოუკიდებლობას ვუფრთხილდებით. მან მიიღო გადაწყვეტილება. გუშინ მოწოდება იყო „თიბისი ბანკის“ მიმართ, რომ მათ ეროვნულ ბანკთან ერთად სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოაგვარონ ის პრობლემა, რომელიც არსებობდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი და სწორი. ვფიქრობ, რომ აქციონერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის გამართლებული, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე. ვერავინ ვერ უკარნახებს ბანკის აქციონერებს გადაწყვეტილების მიღებას, მითუმეტეს, რომ იქ არის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები, უპირველეს ყოვლისა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, J.P. Morgan და სხვები. ამ გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს.



დღეს ეროვნულმა ბანკმა და „თიბისი ბანკმა“ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება იმის შესახებ, რომ კონფლიქტი ამოწურულია, „თიბისი ბანკმა“ უნდა გადაიხადოს ჯარიმა და ეს თემა არის დახურული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამომდინარეობს საერთო ინტერესებიდან, საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობიდან და ა.შ. ასევე ჩვენ გუშინ განვაცხადეთ, რომ მზად ვარ მოვისმინოთ „თიბისი ბანკის“ აქციონერებისგან ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, მომავალ კვირას ნებისმიერ დღეს მზად ვართ, მოვუსმინოთ კომიტეტში როგორც „თიბისი ბანკის“, ასევე ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს“, - განაცხადა კოვზანაძემ.






თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ გენერალურ მენეჯერს ეძებს - სასტუმროს გახსნის თარიღი ცნობილია

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ გენერალურ მენეჯერს ეძებს - სასტუმროს გახსნის თარიღი ცნობილია
access_time2019-05-23 15:30:44
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“ აგვისტოს პირველ ნახევარში გაიხსნება და პირველ სტუმარსაც ამ დროს მიიღებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ჩენელ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა მაია სიდამონიძემ განუცხადა, რომელიც სასტუმროს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს. სიდამონიძის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება შედარებით...

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი
access_time2019-05-23 14:00:22
პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის აზრით, ლარის მკვეთრი გაუფასურება "თურქეთის ფაქტორმა" გამოიწვია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და ეროვნული ვალუტა უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება იმ მაჩვენებელს, "რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ". მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის "ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე". მისი შეფასებით, ორიენტირება...

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“
access_time2019-05-23 13:47:39
"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან...

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში   ლიდერი ქვეყანა გახდება
access_time2019-05-23 12:16:07
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“
access_time2019-05-23 12:30:03
 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს  —  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up