ირაკლი კოვზანაძე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშში გათვალისწინებულია ჩვენი კომიტეტის შენიშვნები

ირაკლი კოვზანაძე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშში გათვალისწინებულია ჩვენი კომიტეტის შენიშვნები

access_time2019-09-12 15:00:14


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში განიხილა და პლენარულ სესიაზე გასატანად რეკომენდაცია მისცა.


როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცლად და დეტალურად არის მოცემული, შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშში გათვალისწინებულია 2017 წლის ანგარიშზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შენიშვნები და რეკომენდაციები.


ირაკლი კოვზანაძის თქმით, გასულ წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტი პარლამენტში შექმნილი დროებითი კომისიის მიერ ხორციელდებოდა. 2018 წლის ანგარიში საპარლამენტო საქმიანობაში პირველი ანგარიშია, რომელსაც თან ერთვის მსოფლიო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულის წევრის, „დელოიტი და ტუშის“ მიერ გაცემული დასკვნა აუდიტის სამსახურის 2018 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.




„ეს დასკვნა უპირობოა, რაც მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მაღალ სტანდარტზე“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.



მან დადებითად შეაფასა ასევე ფაქტი, რომ აუდიტორული საქმიანობის შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 4%-ით გაზრდილია და 85%-ს შეადგენს, ჯამში კი, 11 მლრდ ლარს მოიცავს.



„მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი გაზრდილია 43%-მდე და წელს ამ მაჩვენებლის 60%-მდე გაზრდა იგეგმება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.






ბრიტანული მედია ელიავას სკვერის პროექტზე - ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი

ბრიტანული მედია  ელიავას სკვერის პროექტზე -  ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი
access_time2019-09-15 12:00:44
ბრიტანული საერთაშორისო ონლაინ...

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)
access_time2019-09-14 22:13:14
რუსთავში “კარფურის“ მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.ინფო რუსთავი-ს ინფორმაციით, პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ, სავაჭრო ცენტრი 12 000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც შპს რუსთავის მოლი აითვისებს 16 000 მ2. ობიექტი...

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება
access_time2019-09-14 16:00:01
28 სექტემბერს, თბილისში, ყაზბეგის გამზირის მიმდებარედ, ბურძგლას ქ. N 72-ში ,,კრიპტოკაფე” დაიდებს ბინას. ეს იქნება ადგილი, კრიპტო ენთუზიასტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ ვესაუბრეთ ,,კრიპტოკაფის” დამფუძნებელს ალექს სუდაძეს. HR hub: საიდან გაგიჩნდათ კრიპტოკაფის გახსნის იდეა? მე ამ სფეროში უკვე 8 წელია ვმოღვაწეობ და საკმაოდ დიდი საზოგადოება გავიცანი როგორც უცხოეთში,...

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება
access_time2019-09-14 12:00:38
პარლამენტი ძალიან მალე ცვლილებებს დაამტკიცებს და მწეველებს იანვრიდან დამატებითი თავსატეხი გაუჩნდებათ — ფილტრიან და უფილტრო სიგარეტ შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს და ფაქტრობრივად, ერთმანეთს უთანაბრდება. იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. მიზეზი პარლამენტში შეტანილი კანონპროეტის ცვლილებებია, რომლითაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი უქმდება. მწეველები ახალი წლიდან უარეს დღეში ჩაცვივდებიან. დღეს მოქმედი საგადასახადო...

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი
access_time2019-09-14 20:00:04
აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად “რესპუბლიკის“ მოქმედი მეთაური რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. (აქვე განვმარტავთ, რომ „კომერსანტი“ არ ეთანხმება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან — აფხაზეთთან დაკავშირებით რუსულ ონლაინგამოცემა Rosbalt-ში გამოყენებულ ტერმინოლოგიას , სტატიას უცვლელად გთავაზობთ) თუმცა, გამარჯვებულმა  თავისი ტრიუმფის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up