პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს სელიმ ჩაქირს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს: ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, საბიუჯეტო საკითხები და ასევე სავალუტო ფონდის „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ მიმდინარეობა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს სელიმ ჩაქირს მადლობა გადაუხადა იმ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რომელიც სავალუტო ფონდმა საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაუწია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.