საქართველოს საბანკო სექტორში უკვე ორი მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტებია დაზღვეული. 2020 წლის შუა პერიოდიდან კი, დაზღვევას დაქვემდებარებული დეპოზიტის თანხა დღეს მოქმედი ხუთი ათასი ლარიდან 15 ათასამდე გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
„საქართველოს საბანკო სექტორში უკვე ორი მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტების დაზღვევა არის განხორციელებული. დღევანდელი მდგომარეობით, ხუთი ათასი ლარის მოცულობის დეპოზიტი იზღვევა, რაც 2020 წლის შუა პერიოდიდან 15 ათას ლარამდე გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.