ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს მონეტარულ ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რათა უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობა

ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს მონეტარულ ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რათა უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობა

access_time2019-07-30 20:45:52

საგარეო შოკი საქართველოს საგადასახდელო ბალანსსა და შესაბამისად ლარის კურსზე ნეგატიურად აისახა, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან.


მისი თქმით, სავაჭრო დეფიციტი საქართველოს ეკონომიკის მემკვიდრეობითი პრობლემაა, რომელიც, თავის მხრივ, საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის გენერირებას ახდენს. აღნიშნული დეფიციტი ტურიზმიდან და უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისგან გადმორიცხული ფულადი გზავნილებით (რემიტენსებით) ბალანსდება.


„გასულ წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც 650 მილიონი ევრო – რუს ტურისტებზე მოდიოდა. საავიაციო ემბარგოს დაწესება და რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მკვეთრი შემცირება საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახა. უფრო მეტიც, როგორც ჩემთვის ცნობილია, ტურისტების რიცხვი არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ დსთ-ის სხვა ქვეყნებიდანაც შემცირდა“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.



მისი თქმით, თვის ბოლოსთვის ასევე დამახასიათებელია კონტრაგენტების მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვები საკუთარი ვალდებულებების დასაფარად, რამაც, ასევე შესაძლოა, გაზარდა უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა.


„ჩვენ გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი, რომელიც ასრულებს ამორტიზატორის ფუნქციას და შთანთქავს საგარეო შოკებისგან გამოწვეულ შედეგებს. თუ ლარის გაუფასურება ინფლაციაზე აისახება, ეროვნული ბანკი ვალდებულია, ჩაერიოს და მას აქვს ინსტრუმენტები ინფლაციის დასათრგუნად, მათ შორის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის აწევის, სავალუტო ინტერვენციებისა თუ სხვა ღონისძიებების მეშვეობით. ის დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომლის დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისად, ამ ღონისძიებებს გამოიყენებს მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის. საქართველოს მონეტარულ ხელისუფლებას, ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ბერკეტი, რათა უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობა“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.


ამავე დროს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეროვნულ ბანკს ბიზნესსა და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისა და „ვერბალური ინტერვენციებისკენ“ მოუწოდა.


კომერსანტი




ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე საქონლის ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო ყველი აღარ...

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო
access_time2020-09-18 15:00:11
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი  დელეგაციასთან ერთად წინანდლის მამულში გამართულ კონცერტს დაესწრნენ.  სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების წარმოამდგენლები,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი. წინანდლის ფესტივალის პირველ...

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - მისი ინტერესია რომ ქვეყანაში ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოვიდეს

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - მისი ინტერესია რომ ქვეყანაში ქვეყანაში ინვესტიცია არ  შემოვიდეს
access_time2020-09-18 15:48:14
„ბიძინა ივანიშვილის ინტერესი არის რომ ქვეყანაში ინვესტიცია არ  შემოვიდეს, მას  საქართველო წარმოუდგენია, როგორც  თავისი დენდროლოგიური პარკი, თავისი ზოოპარკი უნდა ჰყავდეს და სხვამ არ უნდა გაბედოს ბიზნესის კეთება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში განაცხადა სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.  ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა, უმუშევრობა, ფასების ზრდა...

თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - თურნავა ოპოზიციას

თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - თურნავა ოპოზიციას
access_time2020-09-18 15:16:52
„წინა ხელისუფლების დროსაც ვმუშაობდი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და დავინახე წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ იმ არაეფექტურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც  ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წინა მმართველობის დროს გაატარა. „წინა ხელისუფლების დროს...

ეკონომიკის მინისტრი არ უნდა საუბრობდეს ბუღალტრულ თემებზე, უნდა გვესაუბრებოდეთ ეკონომიკურ ხედვებზე - კობერიძე თურნავას

ეკონომიკის მინისტრი არ უნდა საუბრობდეს ბუღალტრულ თემებზე, უნდა გვესაუბრებოდეთ ეკონომიკურ ხედვებზე - კობერიძე თურნავას
access_time2020-09-18 14:18:32
„გვაინტერესებს რა არის თქვენი ხედვა, თუნდაც მომავალი წლის ეკონომიკურ სტრატეგიასთან დაკავშირებით რაც უკვე ბიუჯეტში უნდა აისახოს“, - ამ კითხვით მიმართა „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ ნათია თურნავას სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.     „პირველი ოქტომბრისთვის მზად უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2020-2021 წლის პროექტი. კარგი იქნება თუ დაგვანახებთ, რომ მთავრობას 2020-21 წლის ბიუჯეტის...


მსგავსი სიახლეები

up