ირაკლი კოვზანაძე - საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა 23 ათას ფიზიკურ პირს ცხოვრებას გაუადვილებს

ირაკლი კოვზანაძე - საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა 23 ათას ფიზიკურ პირს ცხოვრებას გაუადვილებს

access_time2018-07-19 18:36:48

საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც დადებითად აისახება მეწარმეებზე: ისინი ეკონომიკურ აქტივობას დაუბრუნდებიან და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიან, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი შესაბამისი ცვლილება პირველი მოსმენით განიხილეს.



„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 27 ათასი გადამხდელიდან, რომელიც ამ ცვლილებით ისარგებლებს, 23 ათასი - ფიზიკური პირია. დავალიანების ჩამოწერა ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს არა მარტო ეკონომიკური საქმიანობა, არამედ, ზოგადად, ცხოვრება გაუადვილდებათ. ზოგიერთ მათგანს აქამდე, შესაძლოა, ტელეფონის განვადებით ყიდვაც კი არ შეეძლო“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.




საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება, ითვალისწინებს გადამხდელებისთვის 2013 წლის პირველ იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავების სრულ ჩამოწერას. აღნიშნული დავალიანების ჯამური მოცულობა - 550 მილიონი ლარია.







რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში
access_time2019-06-26 18:30:58
რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც გეგმავდა ამ ზაფხულს საქართველოში ჩასვლას, არ აუქმებს შეკვეთილ ტურებს - იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია. „ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, შექმნილი სიტუაცია არაა კრიტიკული. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია,“ - განაცხადეს ასოციაციაში. როგორც აღმოჩნდა, რუს ტურისტებს არ აშინებთ საავიაციო მიმოსვლის აკრძალვის - ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში წამსვლელები ჯავშნიან ბილეთებს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება - ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება -  ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს
access_time2019-06-26 16:45:37
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასოციაციის რიგით მეექვსე ყრილობაზე მიღებული განცხადებით გამოეხმაურა. ასოციაციის მე-6 ყრილობა 25 ივნისს გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვა მმართველი ორგანოების წევრები იქნენ...

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავებას აფხაზეთში

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული  ურთიერთობების  გამწვავებას აფხაზეთში
access_time2019-06-26 20:00:15
რუსეთ და საქართველოს შორის მორიგი გამწვავება  დიდ ინტერესს იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში და ალბათ ფარისევლობა იქნება იმის თქმა, რომ ეს ამბავი ვინმეს ეწყინა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილის დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი შეიძლება შეფასდეს როგორც „დაიმსახურეს და მიიღეს“. - წერს ekhokavkaza.  (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად...

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში  ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“
access_time2019-06-26 16:00:06
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ბევრი რამე შეიცვლება“- ასეთ განცხადებას „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ უკვე პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი ინფორმაციით, ასოციაციაში გუნდი მთლიანად შეიცვალა, არჩეულია “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“ — სოსო ფხაკაძე, ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი -ლევან ვეფხვაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენეტი -არჩილ კონცელიძე. როგორც პაპაშვილი განმარტავს, ასოციაცია...

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება
access_time2019-06-26 15:00:58
რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის შემდეგ, სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის ტრანზიტის ცენტრი. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს სტეპან პაიასლიანის თქმით, ავიაკომპანიებს შორის უკვე დაიწყო შესაძლებელი ვარიანტების განხილვა. „მაგალითად, შეიძლება რუსეთიდან თვითმფრინავით ჩასვლა ერევანში, იქედან კი უფასო ავტობუსით თბილისამდე და პირიქით. ასევე...


მსგავსი სიახლეები

up