ირაკლი კოვზანაძე - საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი შარშან შემცირდა, თუმცა, კვლავ ჩვენი ეკონომიკის „აქილევსის ქუსლია“

ირაკლი კოვზანაძე - საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი შარშან შემცირდა, თუმცა, კვლავ ჩვენი ეკონომიკის „აქილევსის ქუსლია“

access_time2019-06-27 16:49:36


საქართველოს ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთი რეზონანსული შედეგი გასულ წელს მე-3 კვარტალში საგადამხდელო ბალანსის დადებითი სალდო იყო, რაც პირველი შემთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, სადაც ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში წარადგინეს.



მისი თქმით, საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი ტურისტულმა სექტორმა შეიტანა, რომლის შემოსავლები 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის, ნახევარი მილიარდი დოლარით, ანუ, 19%-ით გაიზარდა. კოვზანაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალის ტემპის, საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის მკვეთრი შემცირებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings”-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ისტორიულად ყველაზე მაღალ დონემდე, „BB-“-დან „BB“-მდე გაუზარდა.




ამავე დროს, ირაკლი კოვზანაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება სავაჭრო ბალანსის დეფიციტი.
„მიუხედავად საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდისა, ხსენებული დეფიციტი კვლავ ჩვენი ეკონომიკისა და ეროვნული ვალუტის უზრუნველყოფის „აქილევსის ქუსლია“. - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.



თუმცა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მთლიანობაში საქართველოს სავაჭრო დეფიციტი 2018 წელს 48.6%-დან 46%-მდე შემცირდა, რაც დადებითად ფაქტია.





პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არ აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არ აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ სამ წელიწადში ეკონომიკა...

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში
access_time2020-09-25 18:50:59
„ლელოს” წევრმა, ბატონმა საბა ბუაძემ გაავრცელა ყალბი განცხადება, რის მიხედვითაც, ჩემს დეკლარაციაში ასახული გადასესხების ფაქტი თითქოს და ეხება თანხის ხელზე გადასესხებას.   პირადად მას მსურს ვუთხრა და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ კერძო სექტორში საქმიანობის პერიოდში, პირადი კრედიტი გადავასესხე კომპანიაზე, რაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც მიღებული პრაქტიკაა.   ბატონ ბუაძეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ავრცელებს დეზინფორმაციას....

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება
access_time2020-09-25 18:10:49
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა და მისი გაუფასურება დღემდე გრძელდება. მიმდინარე კვირაში, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი რეკორდულად თითქმის 11 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად კი ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2295 ლარი იყო, ხოლო დღევანდელი მონაცემებით 3.3332 ლარი შეადგინა.   დღეს დილიდან ვაჭრობა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში $1/3.3175 ლარით...

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“
access_time2020-09-25 17:20:49
„ძალიან ცუდია, რომ ეს ადამიანი კარიერას ტყუილებით იწყებს. მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხოს“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია „ლელო“ მიერ გამოქვეყნებული „ქართული ოცნების“ დეპუტატების სიას, რომლებიც მევახშეობით ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები. ილია წულაია „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამბობს იმასაც, რომ თანხები საკუთარ კომპანიაზე ინვესტიციის სახით აქვს...


მსგავსი სიახლეები

up