პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ონლაინ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„შეხვედრაზე ისაუბრეს ფონდთან დაგეგმილი ახალი სამწლიანი პროგრამის ძირითად მიმართულებებზე. განიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობის საკითხები, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, ინფლაცია, საფინანსო-საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა.
ირაკლი კოვზანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ფონდის პროგრამის განახლების შემდეგ ერთობლივი თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.