ირაკლი კოვზანაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნა ინვესტორებისთვის კარგი გზავნილია

ირაკლი კოვზანაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნა ინვესტორებისთვის კარგი გზავნილია

access_time2020-02-18 23:30:40

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გასულ კვირაში გამოქვეყნებული დასკვნა, რომელიც საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს დადებითად აფასებს, ინვესტორებისთვის კარგი გზავნილია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

 

 

კოვზანაძის მოსაზრებით, სავალუტო ფონდის პოზიტიური შეფასება პოტენციური ინვესტორებისთვის დადებითი გზავნილია.

 

„სავალუტო ფონდის დასკვნაში პოზიტიურად არის აღწერილი ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს. მთლიანობაში თუ შევაფასებთ ამ დასკვნას, ის კარგი და მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება პოტენციური ინვესტორებისთვის, ვინც საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ამას წინ უძღოდა ექსპორტის ზრდა, რაც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა და გაუმჯობესდა. ასევე 2019 წელს ტურიზმში არსებული შეფერხება წლის ბოლოს გაუმჯობესდა. ტრადიციულად კარგი შედეგები გვაქვს ფულად გადმორიცხვებში, რასაც ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთიდან აგზავნიან და წლის განმავლობაში თითქმის მილიარდნახევარზე მეტია. წლის განმავლობაში ასევე გაუმჯობესებულია დაკრედიტების მაჩვენებელი. ამან უზრუნველყო ის შედეგი, რაც გვქონდა“, – განაცხადა კოვზანაძემ.

 


 

რაც შეეხება მიზნობრივზე ფაქტობრივად ორჯერ მაღალ ინფლაციას, რაც გასული წლის ბოლოს დაფიქსირდა და დაახლოებით შვიდი პროცენტი შეადგინა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თვლის, რომ ეს გარკვეულწილად ეროვნული ბანკის მიერ გასატარებელი ღონისძიებების დაგვიანების შედეგია, თუმცა კოვზანაძე მოცემულ მომენტში ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას სრულად ეთანხმება.

 

„შარშან ვთქვი, რომ ცენტრალურ ბანკს შეეძლო უფრო ადრე გაეკეთებინა ის ღონისძიებები, რაც გასაკეთებელი ჰქონდა, თუმცა ამის შემდეგ რა ბერკეტებიც აამოქმედა, ვამბობთ, რომ სრულად ვეთანხმებით იმ ღონისძიებებს, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს. ცენტრალურმა ბანკმა [გასული წლის] სექტემბრიდან ძვირი ფულის პოლიტიკის გატარება დაიწყო და მონეტარული საპროცენტო განაკვეთი ზედიზედ აწია, რამაც საბოლოოდ ცხრა პროცენტი შეადგინა. აქედან გამომდინარე, ლარის კურსზეც გავლენა იქონია, [სავალუტო] ინტერვენციებიც დროული იყო და უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე საკმაოდ მაღალი 30 პროცენტიანი მაჩვენებელი 25-მდე დასწია. ამან კომერციულ ბანკებს დაახლოებით 700 მილიონი დოლარი გამოუთავისუფლა, რაც საკორესპონდენტო ანგარიშებიდან გამოვიდა და აქედან გამომდინარე დაკრედიტებაც გაიზარდა. გარკვეულწილად სავალუტო ბაზარზე ზეწოლაც შემცირდა, კურსიც სტაბილურობისკენ წავიდა და დაკრედიტებაც გაიზარდა. დაკრედიტების ზრდა ერთ-ერთი ფაქტორია, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა“, – განმარტა კოვზანაძემ.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ეროვნულმა ბანკმა ჭარბვალიანობის მოსათოკად ამოქმედებული საბანკო რეგულაციები გარკვეულწილად შეარბილოს, თუმცა არა იმის ხარჯზე, რომ ჭარბვალიანობის ფაქტორი კვლავ გაძლიერდეს, რის შედეგადაც იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანი უსახლკაროდ რჩებოდა.

 

„ჩვენ გვქონდა პრობლემა, რომ ადამიანები იმაზე მეტ სესხს იღებდნენ, ვიდრე გადახდა შეეძლოთ. ამის უამრავი მაგალითი იყო, როდესაც საბოლოო ჯამში უკანასკნელ საცხოვრებელს ჰყიდდნენ. აქედან გამომდინარე, კოეფიციენტების და ფორმულის შეცვლას მგონი არავინ დაუშვებს, რადგან სესხი კაცმა იმ შემთხვევაში უნდა აიღოს, როცა გასტუმრების საშუალება აქვს. ყველა სესხის ქვეშ უნდა იყოს გადახდისუნარიანი მსესხებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციებში გარკვეული ელასტიურობა არ გამოვიყენოთ, თუმცა არავითარ შემთხვევაში ისე არ მოხდება, რომ სესხი ისეთმა ადამიანმა აიღოს, ვისაც გადახდა არ შეუძლია“, – განაცხადა კოვზანაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up