ირაკლი კოვზანაძე: RIA ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ინიციტივების ეფექტიანობის შეფასებისთვის

ირაკლი კოვზანაძე: RIA ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ინიციტივების ეფექტიანობის შეფასებისთვის

access_time2018-05-17 19:36:04

რეგულირების გავლენის შეფასების(RIA-ს) დანერგვის ვალდებულება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს, პარლამენტში მიმდინარე სემინარზე - „სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასება და რეგულირების ზეგავლენის შეფასება".

 

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ჯერკიდევ 2013 წლის სამთავრობო პროგრამაში ჩაიდო ვალდებულება RIA-ს სისტემის შემუშავებაზე, რომლის მიზანია ახალი და არსებული საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასება ბიზნეს გარემოსა და ეკონომიკაზე.



„RIA იძლევა საშუალებას, რომ ცვლილებების დაგეგმვის პროცესში წინასწარ განისაზღვროს მოსალოდნელი შედეგები, წინასწარ გავთვალოთ ყველა შესაძლო ხარჯი და სარგებელი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რეგულირების გავლენის ანალიზი გაცილებით ეფექტიანია, თუ ის კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე ხორციელდება. საქართველოში RIA-ს დანერგვის მნიშვნელობა და აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა ევროკავშირთან ასოცირების და საკანონმდებლო დაახლოების პროცესში", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კოვზანაძის თქმით, უახლოეს დღეებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მთავრობიდან განსახილველად შევა ქვეყნის 2019-2022 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (BDD), გარდა ამისა, მოისმენენ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშებს.




„მიმაჩნია, რომ ყველა ამ მიმართულებით, ისევე როგორც სახელმწიფო აქტივების ფლობისა და სახელმწიფო ვალის მართვის საკითხებთან დაკავშირებით, RIA-ს პრაქტიკის დანერგვა ჩვენს საქმიანობას გაცილებით ეფექტიანს გახდიდა",- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

ორდღიანი სემინარი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, „საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის" (ECPRD)მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ ავსტრიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, პორტუგალიისა და იტალიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

 

 

 

 




გია ნოდია: ივანიშვილი აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და "ოცნებას" არ ენოდბა

გია ნოდია: ივანიშვილი აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და
person access_time2018-08-16 19:38:45
პოლიტოლოგი გია ნოდია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება რომ მმართველ პარტიას არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე ორმაგი აბუჩად აგდებაა. როგორც პოლიტოლოგი Facebook-ში წერს, ის ერთი მხრივ აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხოლო მეორე მხრივ "ქართულ ოცნებას", რომელსაც უნდობლობას უცხადებს.   ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, არ დააყენოს კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, ორმაგი აბუჩად აგდებაა. ერთი მხრივ ის აბუჩად იგდებს პრეზიდენტის...

კომპანია „სფერო დეველოპმენტი“ „სვეტის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

კომპანია „სფერო დეველოპმენტი“  „სვეტის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
person access_time2018-08-16 18:31:58
 „სფერო დეველოპმენტი“, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წინააღმდეგ, რომელთანაც მიმდინარე წლის მაისში ნასყიდობის  წინარე ხელშეკრულება გააფორმა, სამართლებრივ დავას...

პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, მაგრამ მიღებას ისევ აჭიანურებს

 პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, მაგრამ მიღებას ისევ აჭიანურებს
person access_time2018-08-16 20:00:00
ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ ლევან გოგიჩაიშვილმა „აზარტული თამაშების შესახებ“ კანონპროექტში მორიგი ცვლილებების შეტანა დაანონსა. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უკვე შეთანხმებულია და მნიშვნლოვნად გადამუშავდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი. ცნობილია, რომ  ცვლილებები პარლამენტის პლენარულ...

სებ: ლარი 3 თეთრით გამყარდა

სებ: ლარი 3 თეთრით გამყარდა
person access_time2018-08-16 16:53:00
...

შრომის უსაფრთხოების კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება

შრომის უსაფრთხოების კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება
person access_time2018-08-16 16:55:31
შრომის ინსპექტორის უფლებები გაიზრდება და  უსაფრთხოების კონტროლს  ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება.  ეს იმას ნიშნავს, რომ 1 აგვისტოდან ამოქმედებული ნორმები მხოლოდ  მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე არ...


მსგავსი სიახლეები

up