ირაკლი კოვზანაძე: „რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ“ კანონი საფინანსო სექტორის მდგრადობისთვის და ბიზნეს გარემოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია

ირაკლი კოვზანაძე: „რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ“ კანონი საფინანსო სექტორის მდგრადობისთვის და ბიზნეს გარემოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია

access_time2019-12-26 15:35:04

„იმის მიუხედავად, რომ საქართველოში საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და მდგრადია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში „რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ“ კანონი საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის და ბიზნეს გარემოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საკანონმდებლო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების რეზოლუციის ფუნქცია დაემატა. ინფორმაციას საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტი ავრცელებს.



ირაკლი კოვზანაძის თქმით, კანონპროექტი უკანასკნელი წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამოცდილების შესაბამისად შემუშავდა. „საუბარია, საჭიროების შემთხვევაში, კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას, კომერციულ ბანკში ფინანსური თუ სხვა ტიპის პრობლემის დროს, ეროვნული ბანკის მიერ ადრეულ რეაგირებას და ბანკის გაჯანსაღებას სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური დანახარჯებით“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.



რეზოლუცია ბანკის ლიკვიდაციის ერთგვარ ალტერნატივასაც წარმოადგენს და ისეთ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც ბანკის ლიკვიდაციას მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი ექნება ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე. ამავდროულად, რეზოლუცია საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ბანკის კრიტიკული ფუნქციები და თავიდან იქნას აცილებული ფინანსური სირთულეების სექტორის სხვა მონაწილეებზე გადადება.



რეზოლუციის მთავარი პრინციპის მიხედვით, აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ლიკვიდაციის შემთხვევაში. გარდა ამისა, რეზოლუციის პროცესში დაზღვეული დეპოზიტების გარანტირებული დაცულობა და კრედიტორების დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა ლიკვიდაციაზე უკეთ უზრუნველყოფს დეპოზიტორთა და კრედიტორთა დაცვას, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე.



აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტი 2019 წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკის, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და სავალუტო ფონდის ექსპერტებთან ერთად მუშაობდა.






„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up