ირაკლი კოვზანაძე: "მონეტარული პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს"

ირაკლი კოვზანაძე: "მონეტარული პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს"

access_time2016-12-28 19:00:09

ლარის არასტაბილურ კურსთან დაკავშირებით ბრალდებები ძირითადად ეროვნული ბანკის მიმართ ისმის, კერძოდ კი, სებ-ის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით. ლარის დევალვაციისა და სხვა ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე საუბრობს.

 

 

- პრემიერმა დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ მთავრობამ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ლარის კურსზე საზრუნავს და ფიქრს დაავიწყებს. რამდენად შეძლებს აღნიშნული გეგმა გარკვეული პრობლემების აღმოფხვრას მოსახლეობაში?

 

 

- ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით, რამოდენიმე ფაქტორი მუშაობს და, უპირველეს ყოვლისა, ეს არის საგარეო ფაქტორი, რომელსაც ეგზოგენურ ფაქტორებს ვუწოდებთ. 2008 წლის შემდეგ ამერიკული დოლარი ასეთი მყარი როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა. 2016 წლის განმავლობაში, პირველად, ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აწია საპროცენტო განაკვეთები დოლარზე (0.25 საპროცენტო განაკვეთით) და, რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია დოლარის კიდევ უფრო მეტად გამყარება მთელ მსოფლიოში. ეს პროცესები კი რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ვალუტაზე.

 


გარდა ამისა, პროცესები, რომელიც ჩვენ ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში თურქეთში მიმდინარეობს (თურქული ლირის დევალვაცია) ბუნებრივია, ლარზე ესეც გავლენას ახდენს და ხდება ლარის დევალვაციაც იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს ადგილობრივი ბაზრის დაცვა.

 


არსებობს საშინაო ფაქტორებიც და ეს არის გარკვეული მოლოდინები, რომელიც საქართველოს მოსახლეობაშია და ეს ფაქტორი ცენტრალური ბანკის განცხადებაშიც ხაზგასმული იყო. გამომდინარე აქედან, ამ ერთობლიობამ გამოიწვია ლარის დევალვაცია.

 


ვფიქრობ, და ჩემი კოლეგებიც იზიარებენ იმ აზრს, რომ ლარის დევალვაცია მის სამართლიან ღირებულებას 7-8% ჩამოცდა, ანუ, ლარი დევალვირებულია უფრო მეტად, ვიდრე უნდა იყოს, რაც ბოლო დღეებმაც დაადასტურა. ამ ყველაფრის შემდეგ კი ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 40 მილიონი გამოიყენა და ასევე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საშუალო ვადიან პერიოდში ეროვნული ბანკი უფრო გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას იმისათვის, რომ ინფლაცია შეინარჩუნოს იმ ფარგლებში, რომელშიც ის ფიქრობს. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა ეროვნულ ბანკს ფულადი საკრედიტო პოლიტიკა დაუმტკიცა, რომელშიც ჩვენ ჩადებული გვაქვს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მომავალი წლისთვის და ეს არის 4%-ის ფარგლებში, რაც ვფიქრობ ნორმალური მაჩვენებელია.

 



იმ შემთხვევაში თუ ინფლაცია 4%-ზე მეტი იქნა, მაშინ ცენტრალური ბანკი გამოიყენებს ყველა საშუალებას, რათა ფასები შენარჩუნდეს. ცენტრალური ბანკის მთავარი ამოცანა ასეთ შემთხვევაში გახლავთ არა ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით პროცესების შენარჩუნება, არამედ ფასების სტაბილურობის შენარჩუნება.

 


- მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ დაასტაბილურებს მთავრობის მიერ წარმოდგენილი 4 პუნქტინი გეგმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. თქვენი ოპონენტები საუბრობენ იმის შესახებ რომ ეკონომიკური ზრდა შემცირებულია და რომ აქციზზე გადასახადის გაზრდა კიდევ უფრო გაძვირებულ ცხოვრებას გამოიწვევს. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ასეთი ტიპის ბრალდებები?

 

- მოდით საუბარი დავიწყოთ ლარის თემასთან დაკავშირებით და უნდა აღვნიშნოთ, რომ ლარის დევალვაციას ჩვენ თავიდან ვერ ავიცილებთ და ვერც ავიცილებდით. ერთადერთი რაც აუცილებლად მოხდება არის ის, რომ ცენტრალური ბანკი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ლარის ერთჯერადი და მყისიერი ვარდნები თავიდან იქნეს აცილებული.

 


ამერიკული დოლარი იმდენად გამყარდა, რომ ოქროს დევალვაციაც კი მოხდა და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოქრო 5%-ით გაიაფდა. ვფიქრობ, ის პროცესები, რაც ბოლო რამოდენიმე დღეა მიმდინარეობს ლართან დაკავშირებით, არის სწორი და ეს ტრენდი შენარჩუნებული იქნება. რაც შეეხება მთავრობის 4 პუნქტიან გეგმას, ამას უზრუნველყოფს 2017 წლის ბიუჯეტი, რომელიც დავამტკიცეთ 2 კვირის წინ. ბიუჯეტში არის ჩადებული მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-იანი ზრდა. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი 11 მილიარდ 400 მილიონზე მეტი გახლავთ. 2017 წელს სახელმწიფო დახარჯავს მილიარდ 270 მილიონით მეტს, ვიდრე 2016 წელს ხარჯავს. ეს თანხა კი დაიხარჯება განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე და ეკონომიკაზე. გარდა ამისა, 1 იანვრიდან მოქმედებაში შედის ესტონური მოდელი, რომელიც არის მოგების გადავადებული გადასახადი და, ასევე, აღნიშნული რეფორმა არის უაღრესად ხელშემწყობი გარემო ინვესტიციების წახალისებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ 4 %-იანი ზრდა გვექნება, მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო ფონდმა რეგიონში ყველა ქვეყანას შეუმცირა ზრდის პროგნოზები.

 

 

- როგორც ვიცით, იზრდება აქციზის გადასახადი. საინტერესოა, თქვენი აზრით, როგორ იმოქმედებს აღნიშნული ცვლილებები მოქალაქეების ცხოვრებაზე?

 


- რასაკვირველია, ფასების გარკვეული ზრდა იქნება, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი ზრდა, რომ ფასების სტაბილურობას პრობლემები შეექმნას. საქართველოს პარლამენტმა წინა კვირაში ეროვნულ ბანკს ფულად საკრედიტო პოლიტიკა დაუმტკიცა, სადაც 4% მიზნობრივი მაჩვენებელი არის ჩადებული და ეს მაჩვენებელი ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. ესეთი ტიპის ინფლაცია კი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს. (დღეს ინფლაცია ჩვენს ქვეყანაში არის 0.2%). მიუხედავად იმისა, რომ აქციზები და გარკვეული გადასახადები იზრდება, ეროვნული ბანკი ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ~არსენალი", რადგან ქვეყანაში ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი სწორედ ეროვნული ბანკია.

 

 

საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 50.000 სამუშაო ადგილი შეიქმნება იმ პროექტების მეშვეობით, რომელიც უკვე არის. უნდა აღვნიშნოთ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება უზარმაზარი მასშტაბის. იანვარში ამბროლაურის აეროპორტი იხსნება, ფართოვდება რიკოთის უღელტეხილი, (როგორც რკინიგზის ასევე მაგისტრალების). ბოლოს კი უნდა განვაცხადო იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც საფინანსო სექტორშია და ეს არის საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა.

 

"ბანკები და ფინანსები" 

 

 

 

 

 

 



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up