ირაკლი კოვზანაძე: მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა

ირაკლი კოვზანაძე: მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა

access_time2019-12-06 15:50:46

„მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა. მომავალ წელს მთავრობა 2019 წლისგან განსხვავებით მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს. ინფორმაციას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ავრცელებს.


მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტისგან განსხვავებით გაზრდილია როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯებიც. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 221.0 მლნ ლარით მეტია და თითქმის 14 მილიარდ ნახევარია (14 მილიარდ 432მილიონ 866 ათას ლარს შეადგენს). გაზრდილია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 514.2 მილიონი ლარით და 14მილიარდ 554 მილიონ 200 ათას ლარია.



როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მთავრობამ გაითვალისწინა პარლამენტის რეკომენდაცია და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსება წინა ვერსიისგან განსხვავებით 50 მილიონით 350 მილიონ ლარამდე გაზარდა. თანხები გაეზარდა რამდენიმე სამინისტროს გარკვეული პროექტების დასაფინანსებლად. მათ შორის განათლების სამინისტროს დაფინანსება 30,5 მილიონით მეტია პირველადი ვერსიისგან განსხვავებით და შეადგენს 1.666.5 მილიონ ლარს. ზოგადად კი მომავალ წელს განათლების სისტემაზე (ნაერთი ბიუჯეტიდან) 1.9 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯება. „პრიორიტეტულია სოციალური სფერო. ბიუჯეტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით 16 მილიონით გაიზარდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება და 4.363 მლნ ლარია“, გაზრდილია იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებაც. -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.


 
გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შედეგად გადაიხედა ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი. კერძოდ , მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 5.0%-დან 4.5%-მდე დაკორექტირდა. მომდევნო წლებში კი ეტაპობრივად იზრდება და 5,5%-ის ფარგლებშია პროგნოზორებიული 2023 წლისათვის. მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი კი იგივე 3% რჩება. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2,5%-ია.



ძალაში რჩება მომავალი წლიდან პენსიებისა და ხელფასების ზრდა.



საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას, რომელიც მომავალ კვირას პარლამენტის სესიაზე გავა განსახილველად.







მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up