ირაკლი კოვზანაძე - მთავრობა მეორე პაკეტზე მუშაობს, ეს არის თანხები, რომლებიც შესაძლოა იმ ადამიანების სოციალურ უზრუნველყოფას მოხმარდეს, ვინც უმუშევრები დარჩნენ

ირაკლი კოვზანაძე - მთავრობა მეორე პაკეტზე მუშაობს, ეს არის თანხები, რომლებიც შესაძლოა იმ ადამიანების სოციალურ უზრუნველყოფას მოხმარდეს, ვინც უმუშევრები დარჩნენ

access_time2020-03-23 20:05:51

საქართველოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება იგეგმება.

 

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე განმარტავს, ბიუჯეტის კორექტირებაზე მთავრობა უკვე მუშაობს და აღმასრულებელი ხელისუფლება სავარაუდოდ საგანგებო ბიუჯეტს მოითხოვს, რომელსაც განხილვის სპეციალური პროცედურა აქვს და რომელსაც პარლამენტის ბიურო ამტკიცებს.

 

დეპუტატი ვარაუდობს, რომ კორექტირებული ვერსიის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება.

 

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს იქნება შემჭიდროევბულ ვადებში, რადგან მთავრობას სჭირდება თანხების დახარჯვა სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ. პარლამენტი მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს და ვეცდებით, საგანგებო ბიუჯეტი სწრაფად დავამტკიცოთ“, – აცხადებს დეპუტატი.

 

კოვზანაძე აღნიშნავს, რომ მთავრობამ ანტიკრიზისული პროგრამა წარმოადგინა, რომელიც ერთ მილიარდ ლარამდე თანხებს ითვალისწინებდა, თუმცა დღეს საუბარია მეორე პაკეტზე.

 

„ეს არის თანხები, რომელიც შესაძლებელია იმ ადამიანების სოციალურ უზრუნველყოფას მოხმარდეს, ვინც უმუშევრები დარჩნენ ან მომავალში დარჩებიან. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. ეს არის თანხების გადაჯგუფება სოციალური მიმართულებით, გვჭირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტიტების გარკვეული დახმარებებიც. საგანგებო მდგომარეობა და დეკრეტი ითვალისწინებს იმ შეზღუდვების მოხსნას, რაც დღეს არსებობს სარეზერვო ფონდების გამოყენების მიმართულებით. გამოთავისუფლებული თანხები სოციალურ მიმართულებებს მოხმარდება და იმ პაკეტს, რომელზეც ამ წუთებში მთავრობა მუშაობს“, – დასძინა კოვზანაძემ.

 

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ხარჯვითი ნაწილის გაზრდა იგეგმება.

 

წყარო: პირველი არხი





მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up